დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სოფიო ქაცარავა - საპარლამენტო თანამშრომლობა მაქსიმალურად შეუწყობს ხელს სერბეთ-საქართველოს შორის პოლიტიკურ და ეკონომიკურ კავშირებს
ავტორი:
2018/ივნისი/09 10:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAIVN/qacarava_afc19.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/497669-sofio-qacarava-saparlamento-thanamshromloba-maqsimalurad-sheutsyobs-khels-serbeth-saqarthvelos-shoris-politikur-da-ekonomikur-kavshirebs.html", "headline": "სოფიო ქაცარავა - საპარლამენტო თანამშრომლობა მაქსიმალურად შეუწყობს ხელს სერბეთ-საქართველოს შორის პოლი...", "datePublished": "2018-06-09 06:07:11", "dateModified": "2018-06-09 06:07:11", "description": "ბელგრადში საპარლამენტო ვიზიტის ფარგლებში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარამ დ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAIVN/qacarava_afc19.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ბელგრადში საპარლამენტო ვიზიტის ფარგლებში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარამ დელეგაციასთან ერთად შეხვედრა გამართა სერბეთის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერ ვლადიმერ მარინკოვიჩთან.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტიდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს, ისაუბრეს საპარლამენტო და ზოგადად, ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების კონკრეტულ მიმართულებებზე, საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებსა და საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში პარლამენტის როლზე, ასევე, ქვეყნებს შორის ბიზნეს კავშირების გაძლიერების შესაძლებლობებზე.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებზე.

ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა სერბეთის პარლამენტის და ზოგადად, მთელი სახელმწიფოს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ვლადიმერ მარინკოვიჩმა ქართველ კოლეგებს სერბეთის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები გააცნო, სადაც ყურადღება გაამახვილა ევროკავშირში ინტეგრაციაზე, ჩინეთთან თანამშრომლობაზე, ორმხრივ და მრავალხმრივ ფორმატებში სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უთიერთმხარდაჭერაზე და თანამშრომლობის პერსპექტივებზე ასევე, სავაჭრო ეკონომიკურ საკითხებზე.

როგორც შეხვდრაზე აღინიშნა, ორივე ქვეყანას აქვს დიდი პოტენციალი, რომ „ერთი სარტყელი ერთი გზის“ ინიციატივის ფარგლებში ითანამშრომლონ. მხარეებმა გამოთქვეს მზაობა, რომ უზრუნველყონ პარლამეტის როლის გაძლიერება ორ ქვეყანას შორის ბიზნეს-კავშირების გაღრმავებაში.

„დღეს გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა პარლამენტის ვიცე-სპიკერთან, სადაც შევთანხმდით, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ საპარლამენტო რესურსი როგორც ორმრივ ფორმატებში ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. საპარლამენტო თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურ და ეკონომიკურ კავშირებს და ვაჭრობის სფეროში შესაძლებლობლობების გამოყენებას. ასევე, მინდა გაზი გავუსვა, რომ შეხვედრისას სერბეთის მხარემ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ბელგრადში მიიწვია, რაც ჩვენი საპარლამენტო კავშირების გაძლიერების კიდევ ერთი მაგალითია“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

ვიცე-სპიკერთან გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ: გიორგი ვოლსკი, გედევან ფოფხაძე, რამაზ ნიკოლაიშვილი და სერბეთში საქართველოს ელჩი იოსებ ნანობაშვილი.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 504
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია