დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დიმიტრი ცქიტიშვილი - ალბათ, რაღაც დრო დაგვჭირდება, რათა ხორავას ქუჩაზე მომხდარის მასალებს გავეცნოთ
ავტორი:
2018/ივნისი/08 17:00:01
../photo/2015_02/0-00-1AAIVL/cqitishvili.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/497585-dimitri-cqitishvili-albath-raghac-dro-dagvtcirdeba-ratha-khoravas-quchaze-momkhdaris-masalebs-gavecnoth.html", "headline": "დიმიტრი ცქიტიშვილი - ალბათ, რაღაც დრო დაგვჭირდება, რათა ხორავას ქუჩაზე მომხდარის მასალებს გავეცნოთ", "datePublished": "2018-06-08 12:55:20", "dateModified": "2018-06-08 12:55:20", "description": "ყველა შემდგომი შეხვედრა უფრო მოკლე ინტერვალებით ჩატარდება, თუმცა, პირველ ეტაპზე ალბათ რაღაც დრო დაგვ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAIVL/cqitishvili.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ყველა შემდგომი შეხვედრა უფრო მოკლე ინტერვალებით ჩატარდება, თუმცა, პირველ ეტაპზე ალბათ რაღაც დრო დაგვჭირდება, რათა მასალებს გავეცნოთ, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, უმრავლესობის დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმა კომისიის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით, ამ ეტაპზე უცნობია თუ როდის გაიმართება კომისიის შემდგომი სხდომა.

„ძნელია კონკრეტული თარიღი გითხრათ. ალბათ, ტექნიკური კონსულტაციები ჩატარდება, მას შემდეგ რაც მასალები მოვა. მასალები არის 11 ტომი. ამას სჭირდება გაცნობა. იმისთვის, რომ პირველი შეხვედრა დაინიშნოს, ჩვენ უკვე საფუძვლიანად უნდა ვიცნობდეთ საქმეს.

ყველა შემდგომი შეხვედრა ალბათ უფრო მოკლე ინტერვალებით ჩატარდება. თუმცა, პირველ ეტაპზე ალბათ რაღაც დრო დაგვჭირდება, რათა მასალებს გავეცნოთ და ის კითხვები ჩამოვაყალიბოთ, რომელზეც მოწვეულმა ადამიანებმა უნდა გვიპასუხონ“, -განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, მმართველი პარტიის ინტერესებში შედის საქმეზე დროული და ობიექტური დასკვნის დადება.

„მე არ ვიცი ოპოზიცია რას იზამს, თუმცა ჩვენი გუნდის სახელით შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი ამოცანა არის რაც შეიძლება მალე, ოპერატიულად და ობიექტურად მოხდეს ამ კომისიის მუშაობა და დასკვნის დადება.

ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანია ორი გარემოებიდან გამომდინარე. პირველი იმისთვის, რომ ამ კონკრეტულ საქმეზე დადგინდეს სიმართლე და ზუსტად ვიცოდეთ რასთან გვაქვს საქმე და მეორე - საზოგადოებისა და სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის ნდობა ჩამოყალიბდეს. ეს ნდობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნის მშენებლობისთვის“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

თემა: ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობა სერგი კაპანაძე - ადა მარშანიამ მოაწყო პოლიტიკური შოუ, მასკარადი, თუ ის დატოვებს კომისიის შემადგენლობას, არ მგონია, ამით კომისია დაზარალდეს
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 489
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია