დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სერგი კაპანაძე - ადა მარშანიამ მოაწყო პოლიტიკური შოუ, მასკარადი, თუ ის დატოვებს კომისიის შემადგენლობას, არ მგონია, ამით კომისია დაზარალდეს
ავტორი:
2018/ივნისი/08 16:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAIVN/kapanadze_f10a7.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/497575-sergi-kapanadze-ada-marshaniam-moatsyo-politikuri-shou-maskaradi-thu-is-datovebs-komisiis-shemadgenlobas-ar-mgonia-amith-komisia-dazaraldes.html", "headline": "სერგი კაპანაძე - ადა მარშანიამ მოაწყო პოლიტიკური შოუ, მასკარადი, თუ ის დატოვებს კომისიის შემადგენლობ...", "datePublished": "2018-06-08 12:15:49", "dateModified": "2018-06-08 12:15:49", "description": "თუ ქალბატონი ადა დატოვებს კომისიას, მე არ მგონია, რომ ამით კომისია დაზარალდეს, - ამის შესახებ ჟურნალ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAIVN/kapanadze_f10a7.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } თუ ქალბატონი ადა დატოვებს კომისიას, მე არ მგონია, რომ ამით კომისია დაზარალდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ სერგი კაპანაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ადა მარშანიას გამოსვლა კომისიის პირველ სხდომაზე პოლიტიკური მასკარადი და შოუ იყო.

"ქალბატონმა ადამ მოაწყო რაღაც პოლიტიკური შოუ, მასკარადი თავისი ვიწროპოლიტიკური მიზნებისთვის. ეს კომისია მუშაობს ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან და მის ირგვლივ არსებულ გარემოებებთან დაკავშირებით. ამ კომისიის ფარგლებში არანაირი მანდატის გაფართოვება არ მოხდება და ეს მან ძალიან კარგად იცოდა, მაგრამ მაინც გამოიყენა შესაძლებლობა ამ პოლიტიკური შოუს მოსაწყობად. თუ ის დატოვებს კომისიის შემადგენლობას, არ მგონია ამით კომისია დიდად დაზარალდეს", - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

დღეს დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების“ წარმომადგენელმა ადა მარშანიამ განცხადება გააკეთა.

„თითქმის 6-წლის თავზე იქამდე მივედით, რომ პარლამენტში დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნით და მისი შემადგენლობით აბსურდი დავაკანონეთ, ხოლო საღი აზრი, ზნეობა და მორალი სისულელედ გამოვაცხადეთ - ჩვენი პოლიტიკური ძალა ამ კომისიაში არ დარჩება, ვერ იმუშავებს, რადგან ვიმყოფებით არა პარლამენტში, არამედ აბსურდის თეატრში“, - აღნიშნა ადა მარშანიამ.

თემა: ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობა 51-ე სკოლის დირექტორი - დათო სარალიძე იყო თავაზიანი, კეთილი - არ არსებობს მოსწავლე ან მასწავლებელი, რომელიც იტყვის, რომ მასთან პრობლემა ჰქონდა
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 485
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია