დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი აბესაძე - საგამოძიებო კომისიაზე არავის გამოკითხვა არ არის გამორიცხული, მათ შორის არც პრემიერ-მინისტრის და იუსტიციის მინისტრის
ავტორი:
2018/ივნისი/08 11:00:01
../photo/2015_02/0-00-1ATEB-2017/abesadze_3445d.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/497496-irakli-abesadze-sagamodziebo-komisiaze-aravis-gamokithkhva-ar-aris-gamorickhuli-math-shoris-arc-premier-ministris-da-iusticiis-ministris.html", "headline": "ირაკლი აბესაძე - საგამოძიებო კომისიაზე არავის გამოკითხვა არ არის გამორიცხული, მათ შორის არც პრემიერ-...", "datePublished": "2018-06-08 07:06:51", "dateModified": "2018-06-08 07:06:51", "description": "ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე დღეს ზაზა სარალ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1ATEB-2017/abesadze_3445d.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე დღეს ზაზა სარალიძეს შეხვდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოდან" აცნობეს, დღესვე გაიმართება საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა. „ევროპული საქართველოს“ წევრის ირაკლი აბესაძის განცხადებით, სხდომაზე დეტალურად გაიწერება გრაფიკი და ის თუ რა ფორმატით მოხდება საქმესთან დაკავშირებული კონკრეტული პირების გამოკითხვა.
„შემუშავებული დღის წესრიგი საბოლოოდ ბიურომ უნდა დაამტკიცოს. ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ფართო ჩართულობით იმუშავებს, იმ შეკითხვებზე პასუხების გასაცემად, რომელიც საზოგადოებას გააჩნია. არავის დაკითხვა და გამოკითხვა კომისიაზე, მათ შორის არც პრემიერ-მინისტრის, არც იუსტიციის მინისტრის და სხვა თანამდებობის პირების არ არის გამორიცხული. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რა გამოიკვეთება საქმის შესწავლისას, თანამდებობის პირები ერეოდნენ თუ არა პროკურატურის საქმიანობაში და რომელი თანამდებობის პირები ცდილობდნენ საქმის გამოძიებისთვის ხელის შეშლას“, - აცხადებს ირაკლი აბესაძე.

თემა: ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობა სერგი კაპანაძე - საგამოძიებო კომისია იქნება ინსტრუმენტი ზაზა სარალიძის და დაზარალებული ოჯახების ხელში, რათა სიმართლე დადგინდეს
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 465
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია