დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი კობახიძე უკრაინას ეწვევა
ავტორი:
2018/ივნისი/08 10:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAIVN/ukraina.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/497484-irakli-kobakhidze-ukrainas-etsveva.html", "headline": "ირაკლი კობახიძე უკრაინას ეწვევა", "datePublished": "2018-06-08 06:11:05", "dateModified": "2018-06-08 06:11:05", "description": "საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, 8-10 ივნისს, კიევში, რიგ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAIVN/ukraina.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, 8-10 ივნისს, კიევში, რიგით მეორე საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში - „საქართველო, მოლდოვა და უკრაინა: რეგიონული და უსაფრთხოების თანამშრომლობის საპარლამენტთაშორისო კომპონენტის განმტკიცება ევროკავშირთან და ნატოსთან ურთიერთქმედების განვითარებით ” მიიღებს მონაწილეობას.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე კონფერენციას მისასალმებელი სიტყვით გახსნის.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, ირაკლი კობახიძე, უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან - ანდრიი პარუბისთან და ანდრიან კანდუსთან ერთად, საქართველოს უკრაინისა და მოლდოვას საპარლამენტთაშორისო ასამბლეის შექმნის შესახებ განცხადებას მოაწერს ხელს. ხელმოწერის ცერემონიალის შემდეგ, ირაკლი კობახიძე, ანდრიი პარუბი და ანდრიან კანდუ პრესისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, უკრაინის ვერხოვნა რადას თავმჯდომარესთან და მოლდოვას პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, კონფერენციის პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას. ირაკლი კობახიძე უსაფრთხოების მხრივ არსებულ ახალ გამოწვევებზე ისაუბრებს.

პარლამენტის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინაში გოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

კონფერენციის პანელურ დისკუსიებში - „უკრაინა, საქართველო, მოლდოვა: ასოცირების შეთანხმებიდან ევროკავშირში სრულ ინტეგრაციამდე“ და „პოლიტიკური დიალოგი და კონსენსუსის შენება“, მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე.

ღონისძიებაში მონაწილეობას, ასევე, ევროპარლამენტარები: რებეკა ჰარმსი, ანა გომეში, მიჰაელ გალერი, პეტრას აუსტრევიჩუსი და საერთაშორისო ექსპერტები მიიღებენ.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები: არჩილ თალაკვაძე, კახა კუჭავა, გიორგი მოსიძე, ბექა ოდიშარია და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 466
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია