დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ზაზა ხუციშვილი ზაზა სარალიძეს მთავრობის წინაშე რეალური მოთხოვნების დაყენებას, გამოძიების ხელშესაწყობად კი წყაროს დასახელებას ურჩევს
ავტორი:
2018/ივნისი/07 23:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAIVN/xucishvilizaza.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/497455-zaza-khucishvili-zaza-saralidzes-mthavrobis-tsinashe-realuri-mothkhovnebis-dayenebas-gamodziebis-khelshesatsyobad-ki-tsyaros-dasakhelebas-urchevs.html", "headline": "ზაზა ხუციშვილი ზაზა სარალიძეს მთავრობის წინაშე რეალური მოთხოვნების დაყენებას, გამოძიების ხელშესაწყობ...", "datePublished": "2018-06-07 18:47:35", "dateModified": "2018-06-07 18:47:35", "description": "საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა ხუციშვილი ზაზა სარალიძეს მთავრობის წინაშე რეალური მოთხოვნების დ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAIVN/xucishvilizaza.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა ხუციშვილი ზაზა სარალიძეს მთავრობის წინაშე რეალური მოთხოვნების დაყენებას, გამოძიების ხელშესაწყობად კი წყაროს დასახელებას ურჩევს.

როგორც ხუციშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ სტუმრობისას განაცხადა, 10 ივნისამდე დამნაშავეების დასჯის შესახებ სარალიძის ულტიმატუმის შესრულება არარეალურია.

„ბატონ სარალიძისადმი ჩემი თხოვნა იქნება, რომ ის იყოს უფრო შედეგზე ორიენტირებული. ულტიმატუმი 10 ივნისისთვის, ჯერ ერთი, ემთხვევა პოლიტიკური პარტიების საპროტესტო მოთხოვნებს. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, ვინც ძალიან სწორი და სამართლიანი პროტესტის გამოსახატად მივიდა პირველ დღეს, მაგრამ როგორც კი ნახეს, ვის მიერ იყო მართული ეს პროცესები, ხალხი შემოაკლდათ. გარდა ამისა, უცენზურო სიტყვების კორიანტელი, გინება, ლანძღვა და არაეთიკური მოქცევა მიზეზი გახდა იმისა, რომ როგორც კი პოლიტიკური ელფერი მიიღო და ლიდერი გახდა „ნაციონალური მოძრაობა“, ბოლო დღეს 300 კაცი დარჩათ მიტინგზე. ეს არის საზოგადოების პასუხი „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ. ზაზა სარალიძის მოთხოვნები უკეთესია შედეგზე ორიენტირებული იყოს. თუკი სარალიძემ იცის საქმის ვითარება, მას უნდა ჰყავდეს წყარო, ვისგანაც იცის და ამ ადამიანების თანამშრომლობა გამოძიებასთან იქნება გადამწყვეტი. ამიტომ ჩემი თხოვნა იქნება მის მიმართ, რომ ეს რეალური ვადა ნამდვილად არ არის. ბატონი სარალიძის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე ნამდვილად შეუძლებელია ადამიანის დაკავება და პასუხისგებაში მიცემა, რადგან თვითონ იქ არ ყოფილა, რამდენადაც ვიცი. ამიტომ მნიშვნელოვანი იქნება, დაასახელოს ის წყაროები, საიდანაც მას აქვს ინფორმაცია, თუ კიდევ ვინ მონაწილეობდა ამ ჩხუბში“, - განაცხადა ხუციშვილმა.

თემა: ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობა სერგი კაპანაძე - ჩვენი ამოცანაა, რომ იყოს მჭიდრო თანამშრომლობა საგამოძიებო კომისიასა და სახალხო დამცველს შორის
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 502
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია