დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სერგი კაპანაძე - არც ერთი ადამიანი არ იქნება იმუნური საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით, რომ ის ან არ მოვა, ან არ გამოვიძახებთ
ავტორი:
2018/ივნისი/07 15:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAIVNIS/kapanadze.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/497398-sergi-kapanadze-arc-erthi-adamiani-ar-iqneba-imunuri-sagamodziebo-komisiasthan-dakavshirebith-rom-is-an-ar-mova-an-ar-gamovidzakhebth.html", "headline": "სერგი კაპანაძე - არც ერთი ადამიანი არ იქნება იმუნური საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით, რომ ის ან...", "datePublished": "2018-06-07 11:45:28", "dateModified": "2018-06-07 11:45:28", "description": "არც ერთი ადამიანი არ იქნება იმუნური ამ კომისიასთან დაკავშირებით, რომ ის ან არ მოვა, ან არ გამოვიძახე...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAIVNIS/kapanadze.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } არც ერთი ადამიანი არ იქნება იმუნური ამ კომისიასთან დაკავშირებით, რომ ის ან არ მოვა, ან არ გამოვიძახებთ, - ამის შესახებ საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ევროპული საქართველო“ დიდი ხანია თეა წულუკიანის გადადგომას ითხოვს, მაგრამ ამ შემთხვევაში ის არის მნიშვნელოვანი, თუ ვინ იქნება მთავარი პროკურორი.

,,არც ერთი ადამიანი არ იქნება იმუნური ამ კომისიასთან დაკავშირებით, რომ ის ან არ მოვა, ან არ გამოვიძახებთ. ყველაფერი ძალიან მალე გამოჩნდება. თეა წულუკიანის გადადგომა და პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი ცალკე თემაა. ამაზე „ევროპული საქართველოს“ პოზიცია ცნობილია, ჩვენ დიდი ხანია ვითხოვთ, რომ თეა წულუკიანი უნდა გადადგეს, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში უაღრესად მნიშვნელოვანია თუ ვინ იქნება მთავარი პროკურორი. ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ეს საქმე საბოლოო ჯამში უნდა მიიყვანოს პროკურატურამ და მთავარმა პროკურორმა. სწორედ ამიტომ წარმოვადგინეთ ჩვენ შალვა შავგულიძის კანდიდატურა, რომელსაც გამოცდილება აქვს და ზურგს უმაგრებს მსგავსი ტიპის საქმეებში მუშაობა,’’ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

აღნიშნულ კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 467
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია