დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ირაკლი კობახიძემ ლატვიის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა
ავტორი:
2018/ივნისი/07 14:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAIVN/kobaxidze_d0c7c.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/497384-irakli-kobakhidzem-latviis-elchthan-gacnobithi-khasiathis-shekhvedra-gamartha.html", "headline": "ირაკლი კობახიძემ ლატვიის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა", "datePublished": "2018-06-07 10:35:19", "dateModified": "2018-06-07 10:35:19", "description": "საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ლატვიის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAIVN/kobaxidze_d0c7c.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ლატვიის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ინგრიდა ლევრენცეს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული წარმატებული პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა მიმოიხილეს, რომელსაც, მხარეების შეფასებით, სამომავლოდ კიდევ უფრო გაღრმავებისა და განვითარების შესანიშნავი პოტენციალი გააჩნია.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქართველ და ლატვიელ ხალხს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობას. ყურადღება, ასევე, გამახვილდა მჭიდრო საპარლამენტთაშორისო ურთიერთობისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩს მადლობა გადაუხადა ლატვიის მხრიდან საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მტკიცე მხარდაჭერისთვის.

თავის მხრივ, ინგრიდა ლევრენცემ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზადაა, სხვადასხვა მიმართულებით, საქართველოს გამოცდილება გაუზიაროს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ახლად დანიშნულ ელჩს წარმატებები უსურვა და მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაუდასტურა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 503
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია