დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ხორავას ქუჩაზე ახალგაზრდების მკვლელობის საკითხის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა ხვალ გაიმართება
ავტორი:
2018/ივნისი/07 13:30:02
../photo/2015_02/00-1MARTI-2014/kapanadze-sergi.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/497366-khoravas-quchaze-akhalgazrdebis-mkvlelobis-sakithkhis-shemstsavleli-droebithi-sagamodziebo-komisiis-pirveli-skhdoma-khval-gaimartheba.html", "headline": "ხორავას ქუჩაზე ახალგაზრდების მკვლელობის საკითხის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი ს...", "datePublished": "2018-06-07 09:37:07", "dateModified": "2018-06-07 09:37:07", "description": "ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საქართველოს...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/00-1MARTI-2014/kapanadze-sergi.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა ხვალ გაიმართება.

კომისიის თავმჯდომარის სერგი კაპანაძის თქმით, პირველი სხდომა ტექნიკური ხასიათის იქნება. პარალელურად, კაპანაძე შეხვედრებს მართავს სამოქალაქოს სექტორის წარმომადგენლებთან, სახალხო დამცველთან და მოკლულის მამასთან, ზაზა სარალიძესთან.

„კომისიის პირველი სხდომა ხვალ გაიმართება. ხვალ შევქმნით კომისიას ტექნიკურად, ეს იქნება პირველი პროცედურული შეხვედრა, რომელზეც მოხდება დებულების დამტკიცება, პირველი პროცედურული ნაბიჯები, რაც შემდეგ ბიურომ უნდა დაამტკიცოს და კომისიას შეეძლება, შეუდგეს საქმიანობას. ჩემი, როგორც კომისიის თავმჯდომარის და ჩვენი, როგორც კომისიის ამოცანაა, დროის დაკარგვის გარეშე გადავდგათ ნაბიჯები, რომ საქმე წინ წავწიოთ. დღეს დილით მე მქონდა შეხვედრა ზაზა სარალიძესთან. მოვისმინეთ მისი პოზიცია და შევთანხმდით მომავალ თანამშრომლობაზე. ასევე, გვქონდა შეხვედრა მის ადვოკატთან. დღეს კიდევ მექნება შეხვედრა სახალხო დამცველთან, სადაც ვისაუბრებთ სახალხო დამცველის პოზიციაზე და მის მიერ აღმოჩენილ სხვადასხვა დარღვევებზე. 14:00 საათზე კი მექნება შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რათა ასევე შევთანხმდეთ თანამშრომლობის მომავალ პერსპექტივებზე. ძალიან მნიშვნელოვანია, ამ კომისიის საქმიანობა იყოს გამჭვირვალე და საჯარო და ყველა სუბიექტი მაქსიმალურად იყოს ჩართული. ასევე, ხვალ მე მექნება შეხვედრა ზაზა სარალიძესთან და მის ადვოკატთან პარლამენტში“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

კითხვაზე, ენდობა თუ არა სარალიძე საპარლამენტო კომისიას, კაპანაძე ამბობს, ამაზე თვითონ ზაზა სარალიძე დააფიქსირებს პოზიციას.

„თქვენ თვითონ განსაჯეთ, აქვს თუ არა ნდობა კომისიის მიმართ. დღეს გვქონდა საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა მასთან სახლში, შევთანხმდით რომ გავაგრძელებთ თანამშრომლობას და ხვალ მოდის პარლამენტში ადვოკატთან ერთად“, - დასძინა სერგი კაპანაძემ.

აღსანიშნავია, რომ დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უკვე გამოითხოვა საქმის მასალები ყველა შესაბამისი უწყებიდან.

„ვინმეს რამე ილუზია თუ აქვს რომელიმე უწყებაში, რომ ან მასალას არ მოგვცემს, ან დააგვიანებს, ეს უნდა დაივიწყოს. საზოგადოების დაკვეთაა, რომ ერთ-ორ დღეში ყველა მასალა იყოს კომისიისთვის ხელმისაწვდომი აქ, პარლამენტში“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის, ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ-ს სასამართლომ 10 წელი 6 თვე მიუსაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს 9 წელი და 9 თვე მიესაჯა.

თემა: ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობა დავით მათიკაშვილი - ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის საქმეზე ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცემა
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 483
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია