დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მიხეილ სააკაშვილი - იმ ქართველებს მინდა მივმართო, ვინც უაზროდ იმეორებს რუსულ პროპაგანდას ჩემს მიმართ - ვწუხვარ, რომ ამდენი წელი, პუტინი თავის ჭკუაზე გატარებთ
ავტორი:
2018/ივნისი/05 14:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/saakashvili5.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/497026-mikheil-saakashvili-im-qarthvelebs-minda-mivmartho-vinc-uazrod-imeorebs-rusul-propagandas-chems-mimarth-vtsukhvar-rom-amdeni-tseli-putini-thavis-tckuaze-gatarebth.html", "headline": "მიხეილ სააკაშვილი - იმ ქართველებს მინდა მივმართო, ვინც უაზროდ იმეორებს რუსულ პროპაგანდას ჩემს მიმართ...", "datePublished": "2018-06-05 10:05:28", "dateModified": "2018-06-05 10:05:28", "description": "იმ ქართველებს მინდა მივმართო, ვინც დაიჯერა და უაზროდ იმეორებს რუსულ პროპაგანდას ჩემს მიმართ, ვწუხვარ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/saakashvili5.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } იმ ქართველებს მინდა მივმართო, ვინც დაიჯერა და უაზროდ იმეორებს რუსულ პროპაგანდას ჩემს მიმართ, ვწუხვარ, რომ ამდენი წელი, პუტინი გატარებთ თავის ჭკუაზე და იქნებ საკუთარ ჭკუას მოუხმოთ, - ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქში“ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებას.

„პუტინს, მთელს რეგიონში, საკუთარი თავისთვის მთავარ საფრთხედ მე მივაჩნივარ და მუდმივად ამას უსვამს ხაზს!“- წერს სააკაშვილი.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ავსტრიულ ტელეკომპანია ORF-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსულ პოლიტიკურ სარბიელს სააკაშვილისნაირი ჯამბაზები არ სჭირდება.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ მიეცა ალექსეი ნავალნის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის საშუალება, პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის მოსახლეობას ასეთი პოლიტიკოსები არ აინტერესებს.

„ჩვენ არ გვსურს, რომ კიდევ ერთი, მეორე, მესამე ან მეხუთე სააკაშვილი "შემოგვტენონ", არ გვსურს, რომ რუსულ პოლიტიკურ სცენაზე მეორე, მესამე და მეოთხე გამოცემის სააკაშვილები გამოჩნდნენ. თქვენ მოგწონთ ასეთი თითქოსდა პოლიტიკური მოღვაწეები? რუსეთს სჭირდება ადამიანები, რომლებსაც პოზიტიური დღის წესრიგი აქვთ, რომლებიც არა მხოლოდ პრობლემებზე საუბრობენ, არამედ მათი გადაჭრის გზების შემოთავაზებაც შეუძლიათ. თუ ადამიანი მხოლოდ პრობლემაზე საუბრობს და მისი საშუალებით საკუთარი რეიტინგის გაზრდა სურს, ხალხს ასეთი პოლიტიკოსები არ აინტერესებს“, - განაცხადა პუტინმა.

კითხვაზე, ადამიანებს რატომ არ მიეცათ საშუალება, ალექსეი ნავალნისადმი საკუთარი დამოკიდებულება არჩევნებზე გამოეხატათ, პუტინმა განაცხადა, რომ ამომრჩევლებს პოლიტიკოსების გაცნობა ინტერნეტშიც შეუძლიათ.

„ინტერნეტი არავის დაუხურავს. მასმედია თავისუფალია. ადამიანებს შეუძლიათ გამოვიდნენ ქუჩაში და საკუთარი თავი წარმოადგინონ. თუ რომელიმე მოღვაწე დააგროვებს პოლიტიკურ წონას, ის ხდება ფიგურა, რომელთანაც ხელისუფლებამ დიალოგი უნდა აწარმოოს და შეთანხმებას მიაღწიოს. მაგრამ თუ რომელიმე პოლიტიკურ ძალას 1, 2 ან 3%-იანი მხარდაჭერა აქვს, რაზეა მაშინ საუბარი? კი ბატონო, ინებეთ მაშინ სააკაშვილი. რაში გვჭირდება ჩვენ ასეთი ჯამბაზები?“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 446
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია