დაისვენე კურორტ ახალდაბაში
აკაკი ზოიძე - ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით რჩება საკითხები, რაზეც უნდა შევთანხმდეთ
ავტორი:
2018/ივნისი/05 09:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/zoidze.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/496953-akaki-zoidze-narkopolitikasthan-dakavshirebith-rcheba-sakithkhebi-razec-unda-shevthankhmdeth.html", "headline": "აკაკი ზოიძე - ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით რჩება საკითხები, რაზეც უნდა შევთანხმდეთ", "datePublished": "2018-06-05 05:11:44", "dateModified": "2018-06-05 05:11:44", "description": "საპარლამენტო უმრავლესობა ნარკოტიკების დოზის განსაზღვრის საკითხზე კვლავ ვერ თანხმდება. პარლამენტის იუ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/zoidze.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საპარლამენტო უმრავლესობა ნარკოტიკების დოზის განსაზღვრის საკითხზე კვლავ ვერ თანხმდება. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გუშინ პირველი მოსმენით განიხილეს ნარკოპოლიტიკის რეფორმის ფარგლებში ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი. კანონპროექტი მიზნად ისახავს ახალი ნარკოპოლიტიკის შემოღებას და დანერგვას, რომლის ფარგლებშიც რეპრესიული სისხლისსამართლებრივი მექანიზმების ნაცვლად აქცენტი მკურნალობაზე, რეაბილიტაციასა და პრევენციაზე ორიენტირებულ პროგრამებზე გაკეთდება.
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის თქმით, უმრავლესობა შეთანხმებულია ძირითად პრინციპებზე, მათ შორის გამსაღებლებთან დაუნდობელ ბრძოლაზე და მატერიალური დაინტერესების დამტკიცების შემთხვევაში, სასჯელის გამკაცრებაზე.
„რჩება საკითხები, რაზეც უნდა შევთანხმდეთ. ეს ეხება ზღვარს მოხმარებასა და გასაღებას შორის, ანუ ოდენობებს. ასევე, რჩება საკითხი, რომელიც ეხება სწორედ დეკრიმინალიზაციას, მომხმარებლის მიმართ საპატიმრო სასჯელის გაუქმების ვადებსა და ფორმებს“, - განაცხადა ზოიძემ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 481
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია