დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი კახიანი - პარლამენტს ისეთივე წარმატებები ექნება მდგრადი განვითარების მიზნების იმპლემენტაციის თვალსაზრისით, როგორიც აქვს ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში
ავტორი:
2018/ივნისი/04 17:30:01
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAIVN/kaxiani.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/496882-giorgi-kakhiani-parlaments-isethive-tsarmatebebi-eqneba-mdgradi-ganvitharebis-miznebis-implementaciis-thvalsazrisith-rogoric-aqvs-ghia-mmarthvelobis-partniorobis-farglebshi.html", "headline": " გიორგი კახიანი - პარლამენტს ისეთივე წარმატებები ექნება მდგრადი განვითარების მიზნების იმპლემენტაციის...", "datePublished": "2018-06-04 13:26:25", "dateModified": "2018-06-04 13:26:25", "description": "პარლამენტს ისეთივე წარმატებები ექნება მდგრადი განვითარების მიზნების იმპლემენტაციის თვალსაზრისით, როგ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAIVN/kaxiani.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პარლამენტს ისეთივე წარმატებები ექნება მდგრადი განვითარების მიზნების იმპლემენტაციის თვალსაზრისით, როგორიც ჰქონდა და აქვს ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი კახიანმა განაცხადა.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, სემინარზე „საქართველოს პარლამენტის ინიციატივა მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებისა და მონიტორინგისთვის“, რომელიც საფუძველს ჩაუყრის საპარლამენტო ინიციატივას მდგრადი განვითარების მიზნებისათვის (SDGs), მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, მთავრობის წარმომადგენლები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები.

„პარლამენტის შესაძლებლობების შეფასება მდგრადი განვითარების მიზნებთან მიმართებით: საპარლამენტო მექანიზმები“, - აღნიშნულ პანელს ფასილიტაციას საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანი უწევდა.

კომიტეტის თავმჯდომარემ საპარლამენტო მექანიზმების, გამოწვევებისა და შესაძლებლობების თაობაზე ისაუბრა. მისი თქმით, პარლამენტს ისეთივე წარმატებები ექნება მდგრადი განვითარების მიზნების იმპლემენტაციის თვალსაზრისით, როგორიც ჰქონდა და აქვს ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში.

“პარლამენტმა უნდა გააკეთოს მაქსიმუმი, რათა ეს პროცესი იყოს უფრო მეტად გამჭვირვალე, ქმედითი, ეფექტური. თუ როგორ ვიმოქმედოთ, რა მექანიზმები ავამოქმედოთ, რა მიმართულებით ვიმუშაოთ, დღეს ამაზე უნდა ვიმსჯელოთ“, -განაცხადა გიორგი კახიანმა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლება იმისათვის, რომ სწორი წარმოდგენა შეიქმნას მდგრადი განვითარების მიზნებზე. მისივე განცხადებით, კანონშემოქმედებითი პროცესით პარლამენტმა მნიშვნელოვანი წვლილი უნდა შეიტანოს მდგრადი განვითარების მიზნების იმპლემენტაციაში. „ეს მიზნები ფართოა და ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს ეხება. აქედან გამომდინარე, საკანონმდებლო ცვლილებების გარეშე ეს მიზნები ვერ იქნება მიღწეული. ამიტომ ამ პროცესში მნიშვნელოვანია პარლამენტის მონაწილეობა და, რა თქმა უნდა, მთავრობასთან კომუნიკაცია. ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ რა სიახლეები შეიძლება შემოვიტანოთ ამ თვალსაზრისით“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

საპარლამენტო მექანიზმებზე საუბრისას, მან ყურადღება გაამახვილა პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციაზე.

„ვფიქრობ, რომ ამ ნაწილშიც გარკვეული სიახლეები უნდა შემოვიტანოთ. ჩვენ დღეს ვმუშაობთ პარლამენტის ახალ რეგლამენტზე. ფაქტიურად პროექტი უკვე შემუშავებულია და მალე ცნობილი გახდება. მასში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე არის სწორედ პარლამენტის საკონტროლო საქმიანობა, მთავრობასა და პარლამენტს შორის ურთიერთობა . საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებში ჩვენ სრულიად ახალი სტანდარტები უნდა დავგეგმოთ ამ ურთიერთობებისათვის. ახალი რეგულაციები, რომელიც იქნება შემოთავაზებული, საკმაოდ წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. ეს ყველაფერი პირდაპირ კავშირშია მდგრადი განვითარების მიზნებთან“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

ცნობისთვის, სემინარის ორგანიზატორია საქართველოს პარლამენტი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვედეთის მთავრობისა და საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) მხარდაჭერით.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 460
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია