დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ვახტანგ ყოლბაია ანა კაპელოს შეხვდა
ავტორი:
2018/ივნისი/01 17:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAIVN/yolbaia.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/496445-vakhtang-yolbaia-ana-kapelos-shekhvda.html", "headline": "ვახტანგ ყოლბაია ანა კაპელოს შეხვდა", "datePublished": "2018-06-01 13:38:11", "dateModified": "2018-06-01 13:38:11", "description": "აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAIVN/yolbaia.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს პოლიტიკურ საქმეთა დირექტორატის სამმართველოს უფროსს, ანა კაპელოს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აფხაზეთის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე ისაუბრეს ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ მდგომარეობაზე. მათივე ცნობით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გალის რაიონში ქართველი მოსახლეობისთვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვით გამოწვეულ ვითარებაზე და ბილინგვური სწავლების დანერგვის აუცილებლობაზე.

ვახტანგ ყოლბაიამ მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს ნდობის აღდგენის პროექტების განხორციელებისათვის. ასევე ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს განსაკუთრებულ როლს საქართველოს დემოკრატიული განვითარების საქმეში.

ცნობისთვის, შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 483
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია