დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ბექა ნაცვლიშვილი - მიჩნდება განცდა, რომ 26 მაისს მექანიკურად, ყოველგვარი შინაარსის გარეშე ვზეიმობთ
ავტორი:
2018/მაისი/30 13:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAIVNIS/nacvlishvili.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/495934-beqa-nacvlishvili-michndeba-gancda-rom-26-maiss-meqanikurad-yovelgvari-shinaarsis-gareshe-vzeimobth.html", "headline": "ბექა ნაცვლიშვილი - მიჩნდება განცდა, რომ 26 მაისს მექანიკურად, ყოველგვარი შინაარსის გარეშე ვზეიმობთ", "datePublished": "2018-05-30 09:17:04", "dateModified": "2018-05-30 09:17:04", "description": "განცდა მიჩნდება, რომ პირველი რესპუბლიკის იუბილეს და ზოგადად 26 მაისს მექანიკურად ვზეიმობთ, ყოველგვარ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAIVNIS/nacvlishvili.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } განცდა მიჩნდება, რომ პირველი რესპუბლიკის იუბილეს და ზოგადად 26 მაისს მექანიკურად ვზეიმობთ, ყოველგვარი შინაარსის გარეშე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ ამ თარიღის განხილვა რუსეთ-საქართველოს დაპირისპირების, ომის, ოკუპაციის ჭრილში, აუფასურებს იმ შინაარს და მნიშვნელობას იმ სამი წლისას, რაც პირველ სოციალურ-დემოკრატიული მთავრობის პერიოდს თან ახლდა.

“მინდა მოგილოცოთ პირველი რესპუბლიკის 100 წლის თავი. სიმართლე გითხრათ, მოლოდინი მქონდა, რომ სწორედ 100 წლის თავი გახდებოდა საფუძველი ამ დღის მნიშვნელობის რეალური გააზრებისა. განცდა მიჩნდება, რომ პირველი რესპუბლიკის და ზოგადად 26 მაისს ვზეიმობთ მექანიკურად, ყოველგვარი შინაარსის გარეშე, გამომდინარე იქიდან, რომ ყოველთვის, ამ თარიღის განხილვა რუსეთ-საქართველოს დაპირისპირების, ომის, ოკუპაციის ჭრილში, აუფასურებს იმ შინაარს და მნიშვნელობას ამ სამი წლისას, რაც პირველ სოციალურ-დემოკრატიული მთავრობის პერიოდს თან ახლდა. ეს იყო ყველაზე პროგრესული მთავრობა გამომდინარე იქიდან, რომ ის რეფორმები, რა რეფორმებსაც ჩვენ ვახორციელებთ, ევროკავშირის მეთვალყურეობით და მასთან დაახლოების ეგიდით, სწორედ 1918-21 წლებში ჩაეყარა საფუძველი. ეს არის უნივერსალური არჩევანის უფლება, დამოუკიდებელი და თავისუფალი სასამართლო, როგორც სამოქალაქო უფლებები, ისე სოციალური უფლებები, შრომის კოდექსი, ქალთა მონაწილეობა არჩევნებში და ა.შ. ეს არის ის ღირებულებები, რომლისკენაც ჩვენ დღეს მივისწრაფვით. მე იმედი მაქვს, რომ მომავალი აღნიშვნა ამ დიდი თარიღის იქნება უფრო შინაარსით დახუნძლული და მოხდება იმ სამი წლის გააზრება, რადგან იმ დროს იყო შეცდომებიც და წარმატებებიც, მაგრამ ჩვენ არ უნდა გავაგრძელოთ ის ტრადიცია, რასაც სტალინისტური რეჟიმი აგრძელებდა, როცა ჩქმალავდა იმ მიღწევებს, რომლებიც სოციალ-დემოკრატიულ მთავრობას გააჩნდა. მომავალ წელს მაინც და ზოგადად, მომავალში დავიწყოთ ამ სამ წლიანი მმართველობის გააზრება და იმ პროგრესის ხაზგასმა, რომელსაც ქვეყანამ მაშინ მიაღწია“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 475
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია