დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მიხეილ ჯანელიძე - ლევილის მამულის რეაბილიტაციის მიზნით, შერჩეულია ფრანგული კომპანია, რომელიც საპროექტო–სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის კონცეფციას ამზადებს
ავტორი:
2018/მაისი/28 08:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/janelidze3.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/495465-mikheil-janelidze-levilis-mamulis-reabilitaciis-miznith-shercheulia-franguli-kompania-romelic-saproeqtosareabilitacio-samushaoebisthvis-koncefcias-amzadebs.html", "headline": "მიხეილ ჯანელიძე - ლევილის მამულის რეაბილიტაციის მიზნით, შერჩეულია ფრანგული კომპანია, რომელიც საპროექ...", "datePublished": "2018-05-28 04:47:13", "dateModified": "2018-05-28 04:47:13", "description": "ლევილის მამულის რეაბილიტაციის მიზნით, შერჩეულია ფრანგული კომპანია, რომელიც ამზადებს კონცეფციას საპრო...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/janelidze3.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ლევილის მამულის რეაბილიტაციის მიზნით, შერჩეულია ფრანგული კომპანია, რომელიც ამზადებს კონცეფციას საპროექტო–სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის. ლევილის მამულის რეაბილიტაციის საკითხზე საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე ისაუბრა.

„მას შემდეგ, რაც ლევილის მამული საქართველოს გადაეცა, სახელმწიფომ მმართველი საბჭოს დაფუძნებით აიღო ვალდებულება, შექმნას ქართული ისტორიულ–კულტურული კერა ევროპაში. მიმდინარეობს სამუშაოები, რომელიც დაგეგმილ შედეგებამდე აუცილებლად მიგვიყვანს. 16 ივნისს ლევილის მამულში ფართოდ აღინიშნება საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილე, რომელშიც საფრანგეთის მთელი დიასპორა მიიღებს მონაწილეობას. უკვე დავიწყეთ მუშაობა ფრანგულ კომპანიასთან. შერჩეულია ფრანგული კომპანია, რომელიც ამზადებს კონცეფციას საპროექტო სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის. ის უზრუნველყოფს ამ სამუშაოების მაღალი სტანდარტით ჩატარებას. კომისია მუშაობს, იმედია ამ პროცესში ყველა მხარის ინტერესი გათვალისწინებულია. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა ლევილი იქცეს საქართველოს კულტურულ ცენტრად ევროპაში“, – განაცხადა დიასპორის ფორუმზე მიხეილ ჯანელიძემ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 475
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია