დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მიხეილ ჯანელიძე - აშშ-ს კონგრესში წარდგენილი რეზოლუცია ძალიან დიდი პოლიტიკური და სიმბოლური ხასიათის მატარებელი დოკუმენტია
ავტორი:
2018/მაისი/27 14:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/janelidze_45dde.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/495424-mikheil-janelidze-ashsh-s-kongresshi-tsardgenili-rezolucia-dzalian-didi-politikuri-da-simboluri-khasiathis-matarebeli-dokumentia.html", "headline": " მიხეილ ჯანელიძე - აშშ-ს კონგრესში წარდგენილი რეზოლუცია ძალიან დიდი პოლიტიკური და სიმბოლური ხასიათის...", "datePublished": "2018-05-27 10:26:38", "dateModified": "2018-05-27 10:26:38", "description": "აშშ-ს კონგრესში წარდგენილი რეზოლუცია ძალიან დიდი პოლიტიკური და სიმბოლური ხასიათის მატარებელი დოკუმენ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/janelidze_45dde.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } აშშ-ს კონგრესში წარდგენილი რეზოლუცია ძალიან დიდი პოლიტიკური და სიმბოლური ხასიათის მატარებელი დოკუმენტია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განუცხადა.

მისი თქმით, რეზოლუცია საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს ეძღვნება და ხაზს უსვამს საქართველოსადმი აშშ-ს მტკიცე მხარდაჭერას.

“ამერიკის შეერთებულ შტატებთან გვაქვს ძალიან ახლო, მჭიდრო და ფართო მასშტაბის თანამშრომლობა. ეს კარგად გამოჩნდა აშშ-ში პრემიერ-მინისტრის ვიზიტისას, სადაც ჩვენ გვქონდა შეხვედერები როგორც სახელმწიფო მდივანთან, ასევე ვიცე-პრეზიდენტთან. პრემიერ-მინისტრს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები ჰქონდა კონგრესში. სწორედ კონგრესში ვიზიტისას განვიხილეთ საქართველოსადმი კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერის საკითხები. ამის გამოძახილია რეზოლუცია, რომელიც გუშინ - საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის თავზე დარეგისტრირდა. რეზოლუცია ეძღვნება სწორედ 100 წლის იუბილეს. ეს არის სიმბოლურიც და არის ძალინ დიდი პოლიტიკური მხარდაჭერის გამოვლინება. რეზოლუცია ხაზს უსვამს და მკაფიოდ აღნიშნავს ყველა იმ პრიორიტეტს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი - ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაცია და საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობა, მათ შორის მოკავშირეობა რეგიონში და რეგიონს მიღმა, მრავალი საკითხის მიმართულებით“, - განაცხადა მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 449
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია