დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია" საარჩევნო პროცესს დააკვირდება
ავტორი:
2013/ოქტომბერი/19 18:00:02
"საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია" საარჩევნო პროცესს დააკვირდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" აღნიშნული ორგანიზაციიდან აცნობეს , ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ "საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია" 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციად დაარეგისტრირა. ასოციაციის წარმომადგენლები საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას თბილისის მასშტაბით დააკვირდებიან.
"მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარიმართოს და თითოეულმა მოქალაქემ თავისი კონსტიტუციური უფლების დაუბრკოლებლად განხორციელება შეძლოს. ვიმედოვნებთ, რომ მიუხედავად დაძაბული წინასაარჩევნო მარათონისა, არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ გაუჩნდება საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ცდუნება და საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში წარიმართება. აღსანიშნავია, რომ 27 ოქტომბრის არჩევნები განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებს, რადგან მოსახლეობა აირჩევს პრეზიდენტს, რომლის უფლებამოსილებები კონსტიტუციის ასამოქმედებელი ნორმების მიხედვით ახლებურადაა გააზრებული", - განაცხადა ასოციაციის პრეზიდენტმა, თორნიკე ჭეიშვილმა.
"საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია" საქართველოში და საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩეველს არჩევნების დღეს აქტივობისკენ მოუწოდებს. მათივე ინფორმაციით, სპეციალურად საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის, ორგანიზაციაში საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით უფასო იურიდიული კონსულტაციაც მოქმედებს.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1259
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია