დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პოლონეთის პრეზიდენტი - საქართველო გამორჩეულია რეგიონის ქვეყნებს შორის თავისი თავდადებით და ერთგულებით სუვერენობისა და თავისუფლებისადმი
ავტორი:
2018/მაისი/26 13:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/duda_bbd22.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/495289-polonethis-prezidenti-saqarthvelo-gamorcheulia-regionis-qveynebs-shoris-thavisi-thavdadebith-da-erthgulebith-suverenobisa-da-thavisuflebisadmi.html", "headline": "პოლონეთის პრეზიდენტი - საქართველო გამორჩეულია რეგიონის ქვეყნებს შორის თავისი თავდადებით და ერთგულები...", "datePublished": "2018-05-26 09:40:59", "dateModified": "2018-05-26 09:40:59", "description": "ჩვენ გამოვცადეთ თითქმის ერთნაირი სიმწარე საუკუნეების მანძილზე და საქართველო გამორჩეულია რეგიონის ქვე...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/duda_bbd22.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ჩვენ გამოვცადეთ თითქმის ერთნაირი სიმწარე საუკუნეების მანძილზე და საქართველო გამორჩეულია რეგიონის ქვეყნებს შორის თავისი თავდადებით და ერთგულებით სუვერენობისა და თავისუფლებისადმი, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ განაცხადა.

პოლონეთის პრეზიდენტმა თავისუფლების მოედანზე, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს და დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძებაზე ქართველებს დღევანდელი დღე მიულოცა.

“მიხარია, რომ თქვენს შორის ვიმყოფები დღეს თბილისში, რათა ვიზეიმო პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სტატუსით და მოგილოცოთ პირველი ქართული დამოუკიდებელი რესპუბლიკის შექმნა. საქართველო არის პოლონეთის ძმური ქვეყანა, ჩვენ დაკავშირებული ვართ ერთმანეთთან სიყვარულით, მეგობრობით და თანამშრომლობით. ჩვენც და თქვენც ვიბრძოდით მრავალი საუკუნის მანძილზე იმისთვის, მიგვეღწია თვითგამორკვევისთვის. დამოუკიდებლობა ჩვენი სამშობლოებისთვის ყველაზე უფრო დიდი ღირებულებაა. ჩვენ გამოვცადეთ თითქმის ერთნაირი სიმწარე საუკუნეების მანძილზე და საქართველო გამორჩეულია რეგიონის ქვეყნებს შორის თავისი თავდადებით და ერთგულებით სუვერენობისა და თავისუფლებისადმი. ის არასოდეს არ შეურიგდება იმას, რომ სუვერენული სახელმწიფოს საზღვრები დაირღვეს და ამით დაირღვეს საერთაშორისო კანონმდებლობა. საქართველოს გააჩნია საერთაშორისო კანონმდებლობის პატივისცემა, ეს გახლავთ საფუძველი მშვიდობის შენარჩუნებისა მთელ ევროპაში. გამოწვევები კვლავ ელის საქართველოს, მაგრამ ჩვენ თქვენთან ერთად ვართ სოლიდარობის სულისკვეთებით განმსჭვალულნი“, - განაცხადა დუდამ.

პოლონეთის პრეზიდენტის განცხადებით, გარდაცვლილი პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი მუმდივად საქართველოს გვერდით იდგა, რათა რეგიონის სხვა ხელმძღვანელებთან ერთად პროტესტი გამოეთქვა აგრესიის წინააღმდეგ.

„ქართველებს და საქართველოს აქვს უფლება, რომ იყოს დამოუკიდებელი, იცხოვროს მშვიდობიან გარემოში და იაროს ინტეგრაციის გზით, პოლონეთი მხარს უჭერს მუდმივად საქართველოს მცდელობას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მოპოვების გზაზე. შეუძლებელია, რომ ამაში ვინმემ ეჭვი შეიტანოს. საქართველოსთვის ნატო-ს კარი ღიაა, ვინაიდან საქართველო იზიარებს იმ ღირებულებებს, რომელსაც საერთოდ, ევროპული საზოგადოება ეყრდნობა. გილოცავთ და გისურვებთ შემდგომ განვითარებას. არ მინდა ვინმე შეეხოს და შებღალოს საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის სახელი“, - განაცხადა დუდამ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 473
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია