დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ჯაბა ჯიშკარიანმა ლევან ხაბეიშვილი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაში დაადანაშაულა
ავტორი:
2018/მაისი/25 17:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/jishkariani_854eb.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/495120-jaba-jishkarianma-levan-khabeishvili-sazogadoebis-shecdomashi-sheyvanis-mcdelobashi-daadanashaula.html", "headline": "ჯაბა ჯიშკარიანმა ლევან ხაბეიშვილი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაში დაადანაშაულა", "datePublished": "2018-05-25 13:09:06", "dateModified": "2018-05-25 13:09:06", "description": "თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ჯაბა ჯიშკარიანმა ფრა...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/jishkariani_854eb.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ჯაბა ჯიშკარიანმა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაში დაადანაშაულა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს, ჯაბა ჯიშკარიანმა განაცხადა, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში ლევან ხაბეიშვილმა მთაწმინდის რაიონში ჩატარებულ ერთ-ერთ ტენდერთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაცია გაავრცელა. საქმე ეხება, ვერაზე, მაყაშვილის ქუჩაზე ჩატარებულ ტენდერს.

„მინდა ფარდა ავხადო მის ტყუილებს და საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია ვერაზე, მაყაშვილის ქუჩაზე მიმდინარე ტენდერთან დაკავშირებით. ხაბეიშვილი აცხადებდა, რომ ერთ-ერთი კომპანია ვალდებულებებს არ ასრულებდა და ამაზე გამგეობას რეაგირება არ ჰქონდა, რაც ტყუილია,“- განაცხადა ჯიშკარიანმა.

მან სხდომაზე წარმოადგინა გამგებლის მიერ ტენდერში გამარჯვებული კომპანიისთვის მიწერილი გაფრთხილების სამი წერილი, რომლებიც 2 და 17 აპრილს, ასევე 5 მაისს არის მიწერილი.

„გამგეობამ გააფრთხილა ეს კომპანია, რომ თუ დროში არ ჩაატარებდა სამუშაოებს და ვალდებულებებს არ შეასრულებდა, მას დააჯარიმებდნენ. უკვე დაახლოებით 2 კვირაა ამ კომპანიას ერიცხება ყოველდღიური ჯარიმა,“- განაცხადა ჯიშკარიანმა.

მან ლევან ხაბეიშვილს პასუხის გაცემა მოსთხოვა კითხვაზე, თუ რატომ ავრცელებს ცრუ ინფორმაციას. ამ საკითხზე ჯაბა ჯიშკარიანსა და ლევან ხაბეიშვილს შორის სხდომაზე სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 520
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია