დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველო და გაერთიანებული სამეფო უოდროპის სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში ერთობლივ კომუნიკეს მიიღებენ
ავტორი:
2018/მაისი/25 12:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/qacarava_18c04.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/495022-saqarthvelo-da-gaerthianebuli-samefo-uodropis-strategiuli-dialogis-farglebshi-erthobliv-komunikes-miigheben.html", "headline": "საქართველო და გაერთიანებული სამეფო უოდროპის სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში ერთობლივ კომუნიკეს მიიღებ...", "datePublished": "2018-05-25 08:00:44", "dateModified": "2018-05-25 08:00:44", "description": "საქართველო და გაერთიანებული სამეფო უოდროპის სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში ერთობლივ კომუნიკეს მიიღე...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/qacarava_18c04.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველო და გაერთიანებული სამეფო უოდროპის სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში ერთობლივ კომუნიკეს მიიღებენ, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ განაცხადა.

„უოდროპის სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში, დღეს დაიწყო ბრიტანეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ვიზიტი საქართველოში. დაგეგმილი გვაქვს მაღალი დონის შეხვედრები, სადაც განვიხილავთ ყველა მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც დგას ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში. ასევე, ვგეგმავთ ერთობლივი კომუნიკეს მიღებას, სადაც აისახება ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაძლიერების მზაობა და სურვილი ისეთი მიმართულებებით, როგორიც არის უსაფრთხოება, განათლება, ხალხთაშორის კავშირები, ეკონომიკა და სხვა. კომუნიკე ასევე ადასტურებს ბრიტანეთის მხრიდან მკაფიო მხარდაჭერას ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების, ასევე როგორც სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენ გაგვაჩნია დიდი ბრიტანეთის მხრიდან სრული პოლიტიკური მხარდაჭერა ყველა სფეროში და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი საპარლამენტო კავშირების გაძლიერება და რეგულარული დიალოგი, მოგვცემს შესაძლებლობას, რომ თანმიმდევრულად უფრო მრავალფეროვანი და ყოვლისმომცველი გახდეს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები“, - განაცხადა ქაცარავამ.

დეპუტატის კომენტარს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 472
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია