დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მოლდოვას და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავს ულოცავენ
ავტორი:
2018/მაისი/25 11:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/moldova.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/495010-moldovas-da-ukrainis-sagareo-saqmetha-ministrebi-saqarthvelos-pirveli-demokratiuli-respublikis-daarsebis-100-tslisthavs-ulocaven.html", "headline": "მოლდოვას და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებ...", "datePublished": "2018-05-25 07:24:51", "dateModified": "2018-05-25 07:24:51", "description": "მოლდოვას და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/moldova.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } მოლდოვას და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავს ულოცავენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს მისალოცი წერილები გამოუგზავნეს.

„დამოუკიდებლობის გამოცხადების დღე ის შუქურაა, რომელიც უკვე მთელი ათწლეულებია, რაც სახელმწიფოებრიობის მშენებლობის გზას უნათებს საქართველოს. ასი წლის წინ დამოუკიდებლობისა და თავისუფლების შემოქმედთა იდეები კვლავ ახლობელია ჩვენთვის, რადგან მოლდოვაც და საქართველოც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას დღემდე განაგრძობენ“, - ნათქვამია მოლდოვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრის ტუდორ ულიანოვიჩის წერილში, რომელიც მან საქართველოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავთან დაკავშირებით გამოუგზავნა.

ტუდორ ულიანოვიჩის თქმით, მოლდოვა უაღრესად აფასებს ორ ქვეყანას შორის პარტნიორობასა და დინამიურ ურთიერთობებს. ამასთან, მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოსა და მოლდოვას საგარეო უწყებებს შორის არსებული დიალოგი და თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.

„მტკიცედ მწამს, რომ ხორცს შეისხამს ჩვენი საერთო ღირებულებები და ინტერესები, რომლებიც ევროპაში ინტეგრაციისკენ სწრაფვას ემყარება“, - ნათქვამია წერილში.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პავლო კლიმკინი საქართველოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს წერილით საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავს ულოცავს.

პავლო კლიმკინის თქმით, ორ ქვეყანას შორის ისტორიული კავშირებისა და პარალელების გათვალისწინებით, ეს თარიღები როგორც უკრაინელი, ისე ქართველი ხალხისთვის განსაკუთრებულ დატვირთვის მატარებელია. „სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნები კვლავ განაგრძობენ აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლას, მაგრამ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა არ შეწყდება უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე“ , - ნათქვამია წერილში.
წერილში დადასტურებულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე არაღიარების პოლიტიკის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა და უკრაინის მზადყოფნა კიდევ უფრო გააღრმავოს საქართველოსთან პარტნიორული ურთიერობები ორმხრივი ინტერესის ყველა სფეროში.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 550
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია