დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ბრიტანელი მეცნიერი - სამწუხაროდ, დღეს საქართველოში, როდესაც მე რუსთაველის გამზირზე ან ჭავჭავაძის გამზირზე დავდივარ, ვერაფერს ვამჩნევ, რაც პირველ რესპუბლიკას წარმოაჩენს
ავტორი:
2018/მაისი/25 11:00:01
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/jonsi.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/494999-britaneli-mecnieri-samtsukharod-dghes-saqarthveloshi-rodesac-me-rusthavelis-gamzirze-an-tcavtcavadzis-gamzirze-davdivar-verafers-vamchnev-rac-pirvel-respublikas-tsarmoachens.html", "headline": "ბრიტანელი მეცნიერი - სამწუხაროდ, დღეს საქართველოში, როდესაც მე რუსთაველის გამზირზე ან ჭავჭავაძის გამ...", "datePublished": "2018-05-25 06:46:02", "dateModified": "2018-05-25 06:46:02", "description": "სამწუხაროდ, დღეს საქართველოში, როდესაც მე რუსთაველის გამზირზე ან ჭავჭავაძის გამზირზე დავდივარ, ვერაფ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/jonsi.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } სამწუხაროდ, დღეს საქართველოში, როდესაც მე რუსთაველის გამზირზე ან ჭავჭავაძის გამზირზე დავდივარ, ვერაფერს ვერ ვამჩნევ, რაც პირველ რესპუბლიკას წარმოაჩენს, - ამის შესახებ „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციას მაუნტ ჰოლიოკის კოლეჯის პროფესორმა, ბრიტანელმა მეცნიერმა სტივენ ჯონსმა განუცხადა. იგი საქართველოს ისტორიის 1918-1921 წლებს იკვლევს. მისი თქმით, ქართველმა ხალხმა რესპუბლიკაზე ბევრი არ იცის, მათ იციან, რომ დამოუკიდებელი იყო და წითელი არმია შემოიჭრა, მაგრამ არ იციან რა ხდებოდა ამ სამი წლის განმავლობაში და რის მიღწევას ცდილობდა საქართველოს მთავრობა.

„პირველ რიგში, 100 წელი გავიდა და ეს სიმბოლურია, ჩვენ გვიყვარს მრგვალი თარიღების აღნიშნვა. მეორე, მნიშვნელოვანია აღვიშნოთ და ვაჩვენოთ პირველი რესპუბლიკა და მისი მიღწევები. სამწუხაროდ, დღეს საქართველოში, როდესაც მე რუსთაველის გამზირზე ან ჭავჭავაძის გამზირზე დავდივარ, ვერაფერს ვერ ვამჩნევ, რაც პირველ რესპუბლიკას წარმოაჩენს. როგორ თქვენ თქვით, ის იყო იმ დროისთვის ძალიან პროგრესული და დემოკრატიული. რა თქმა უნდა, იყო პრობლემებიც, მაგრამ ეს ყველა ქვეყნის შემთხვევაში ასე იყო, მათ შორის შეერთებული შტატების შემთხვევაშიც. თუმცა, ქართველმა ხალხმა რესპუბლიკაზე ბევრი არ იცის, მათ იციან, რომ დამოუკიდებელი იყო და წითელი არმია შემოიჭრა, მაგრამ არ იციან რა ხდებოდა ამ სამი წლის განმავლობაში, და რის მიღწევას ცდილობდა საქართველოს მთავრობა. ისინი ფიქრობენ, რომ მთავრობა სოცილისტური იყო, არ ესმით, რომ მიუხედავად მთავრობის სოციალ-დემოკრატიული ბუნებისა, ის ეროვნულ მთავრობად გადაიქცა, რომელმაც გადაწყვიტა რომ წარმოადგენდა მოქალაქეებს და არა კლასს, საქართველოს მოსახლეობას და არა პროლეტარიატს. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაც საქართველოს სოციალ-დემოკრატებმა გადადგეს. მათ გადააბიჯეს ეროვნული სუვერენტიტეტის ხანაში და ეს რა თქმა უნდა, არის მემკვიდრეობა რომელიც საქართველოს მთავრობებმა დღეს უნდა დააფასონ. ეს იყო ეროვნული მთავრობა, დემოკრატიული მთავრობა, რომელმაც მისცა ქალებს ხმის მიცემის უფლება და დემოკრატიული სუვერენიტეტის პრინციპი ჩამოყალიბდა. და ეს მემკვიდრეობა 1991 წლის შემდეგ რესპუბლიკამ მიიღო და უნდა შენარჩუნდეს“, - განაცხადა ბრიტანელმა მეცნიერმა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 453
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია