დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ნინო გოგუაძე - მისასალმებელია, რომ თბილისის მერმა საზოგადოებრივი ტრანპორტის განვითარება ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების კონტექსტში დაინახა
ავტორი:
2018/მაისი/24 17:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/goguadze.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/494899-nino-goguadze-misasalmebelia-rom-thbilisis-merma-sazogadoebrivi-tranportis-ganvithareba-ekologiuri-mdgomareobis-gaumjobesebis-konteqstshi-dainakha.html", "headline": "ნინო გოგუაძე - მისასალმებელია, რომ თბილისის მერმა საზოგადოებრივი ტრანპორტის განვითარება ეკოლოგიური მ...", "datePublished": "2018-05-24 13:07:08", "dateModified": "2018-05-24 13:07:08", "description": "მისასალმებელია, რომ თბილისის მერმა ქალაქის საზოგადოებრივი ტრანპორტის განვითარება სწორედ ეკოლოგიური მ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/goguadze.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } მისასალმებელია, რომ თბილისის მერმა ქალაქის საზოგადოებრივი ტრანპორტის განვითარება სწორედ ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების კონტექსტში დაინახა - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტში საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი ნინო გოგუაძე თბილისის მერის დღევანდელ ინიციატივას.

„თბილისის მერის დღევანდელი განცხადება ჩვენი ქალაქის ორი განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხის ეხმიანება - თბილისის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება. ინიციატივა მოიცავს ელექტროავტობუსების და ელექტრომიკროავტობუსების იმპორტიორების და მომწოდებლების გათავისუფლებას დამატებითი ღირებულების გადასახადისგან. ასეთი შეღავათიანი საგადასახადო პირობა მხოლოდ წაახალისებს ეკოლოგიურად სუფთა ელექტროტრანსპორტის განვითარებას ქალაქში. საბურთალოზე მოსახლეობასთან შეხვედრებისას, ხშირად მიზიარებენ წუხილებს თბილისის ეკოლოგიური გარემოს და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის გაუმჯობესების შესახებ. ვფიქრობ, ეს ინიციატივა, რომელიც ასე სწორად ერთ კონტექსტში ხედავს ამ ორი საკითხზე მუშაობას და მდგომარეობის გაუმჯობესებას, სასიხარულო იქნება თბილისის მცხოვრებლებისთვის. ბუნებრივია, საკითხზე გადაწყვეტილება პარლამენტის მისაღებია და მზად ვართ წარმოდგენილი ინიციატივა დროულად განვიხილოთ“, - აღნიშნა ნინო გოგუაძემ, რომლის კომენტარსაც საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

თბილისის მერი კახა კალაძე დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ელექტროავტობუსების და ელექტრო მიკროავტობუსების იმპორტისა და ადგილობრივი მიწოდების დამატებითი ღირებულების გადასახადის გათავისუფლების ინიციატივით გამოვიდა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 476
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია