დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ქეთევან ციხელაშვილი - აბსოლუტურად ყველა ვიზიტის დროს ბოლო პერიოდის ერთ-ერთი მთავარი თემა არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფას უკავშირდება
ავტორი:
2018/მაისი/24 16:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/cixelashvili_a5ff2.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/494893-qethevan-cikhelashvili-absoluturad-yvela-vizitis-dros-bolo-periodis-erth-erthi-mthavari-thema-archil-tatunashvilis-sicockhlis-khelyofas-ukavshirdeba.html", "headline": "ქეთევან ციხელაშვილი - აბსოლუტურად ყველა ვიზიტის დროს ბოლო პერიოდის ერთ-ერთი მთავარი თემა არჩილ ტატუნ...", "datePublished": "2018-05-24 12:31:29", "dateModified": "2018-05-24 12:31:29", "description": "აბსოლუტურად ყველა ვიზიტის დროს - იქნება ეს აშშ-ში ვიზიტი, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, ეუთოში, ევროკ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/cixelashvili_a5ff2.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } აბსოლუტურად ყველა ვიზიტის დროს - იქნება ეს აშშ-ში ვიზიტი, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, ეუთოში, ევროკავშირში თუ ნატო-ში, ყველა ეს ფორმატი გახლავთ გამოყენებული და ბოლო პერიოდის ერთ-ერთი მთავარი თემა უკავშირდება სწორედ არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფას, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

ქეთევან ციხელაშვილის განმარტებით, ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ არა მხოლოდ წარმოჩინდეს თუ რამხელა პრობლემასთან გვაქვს საქმე მიმდინარე ოკუპაციის პირობებში, არამედ ისიც, რომ აუცილებელია, ძალისხმევის გაერთიანება საქმის გამოძიებისა და მომავალში მსგავსი შემთხვევების პრევენციისთვის.

„ცხადია, რომ აბაშიძე-კარასინის ამ შეხვედრის ფორმატში აუცილებლად იქნებოდა განხილული ტატუნაშვილის საკითხი. ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია, რომელიც მოხდა ახლახანს და რომელზეც ცხადია, პოლიტიკური პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას, როგორც ცხინვალის რეგიონში ერთადერთ და ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოს, ეკისრება. ამიტომ შეხვედრაზე ამ თემაზე საუბარი გვერდს ვერ აუვლის. ჩვენი ამოცანა გახლავთ ის, რომ უშუალოდ გამოძიება წარიმართოს და ამ პროცესს არ შეეშალოს ხელი. თქვენ იცით, რომ ერგნეთში უკვე მოხდა ამ საკითხის განხილვა და ქართულმა მხარემ ძალიან ხანგრძლივად, რამდენიმე საათის განმავლობაში და პუნქტობრივად გაიარა ყველა ის მოთხოვნა, რომელიც ამჟამად არსებობს და რაც იქნება გამოძიებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ გაირკვეს და ნათელი მოეფინოს ამ გარემოებებს. ცხადია, ერთ-ერთი გზავნილი ისიც გახლავთ, რომ ამ პროცესს არ შეეშალოს ხელი და კიდევ უფრო არ გართულდეს, არ დამძიმდეს ისედაც ყველაზე მძიმე მოცემულობა, რადგან ეს უკავშირდება ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლის ხელყოფას უკანონო პატიმრობაში“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 482
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია