დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სოფიო ქაცარავა - სტრასბუგის სასამართლოს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესს
ავტორი:
2018/მაისი/23 22:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/qacaravasofio.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/494741-sofio-qacarava-strasbugis-sasamarthlos-gadatsyvetileba-khels-sheutsyobs-konfliqtis-mshvidobiani-daregulirebis-process.html", "headline": " სოფიო ქაცარავა - სტრასბუგის სასამართლოს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულ...", "datePublished": "2018-05-23 18:39:55", "dateModified": "2018-05-23 18:39:55", "description": "სტრასბუგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მოლოდინიც გვაქვს, რომ საქართველოს სასარგებლოდ იქნება გ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/qacaravasofio.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } სტრასბუგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მოლოდინიც გვაქვს, რომ საქართველოს სასარგებლოდ იქნება გამოტანილი, ხელს შეუწყობს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდეს.

„ეს იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რაც ხელს შეუწყობს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესს. მეორეს მხრივ, კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მოგვცემს, რომ მოვახდინოთ საერთაშორისო საზოგადოების მობილიზება და კონსოლიდირება ამ თემის ირგვლივ. რა თქმა უნდა, ეს ასეც ხდება, მაგრამ სტრასბურგის გადაწყვეტილება იქნება უმნიშვნელოვანესი ამ პროცესის კიდევ უფრო გაუმჯობესებისთვის“, - განაცხადა ქაცარავამ.

კითხვაზე - იყო თუ არა გაშვებული შანსი, როდესაც ხელისუფლებამ არ გამოიყენა მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა, მათ შორის, საერთაშორისო სასამართლოებთან დაკავშირებით და ამასთან, შეაჩერა რუსეთთან მოლაპარაკებების პროცესი დევნილების დაბრუნების საკითხზე?, ქაცარავამ უპასუხა: „ვერ დავეთანხმები კრიტიკას, როდესაც საქმე ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს, როდესაც საქმე ეხება იქ მცხოვრებ ადამიანებს, როდესაც საქმე ეხება დევნილებს, ვერანაირ კრიტიკას ვერ მივიღებ ოპოზიციის მხრიდან, რომ რაიმე ძალისხმევა აკლდება ამ პროცესს. ყველანაირი ბერკეტი, თუკი რამ არსებობს საერთაშორისო ფორმატებში, ყოველთვის, ყველაფერს ვიყენებთ იმისთვის, რომ ამ ყველაფერმა ხელი შეუწყოს იმ რთული პროცესების განმუხტვას და იმ რთული მდგომარეობის შემსუბუქებას, რასაც ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვხედავთ. შესაბამისად, ეს კრიტიკა ჩემთვის და დარწმუნებული ვარ ჩემი კოლეგებისთვის მიუღებელი იქნება“, - განაცხადა ქაცარავამ და დასძინა, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს სასარგებლოდ იყოს მიღებული, გამომდინარე იქიდან, რა ფონიც არსებობს, გამომდინარე იქიდან, თუ როგორ წარდგა საქართველო.
„სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლო არის მიუკერძოებელი სასამართლო და იმედს ვიქონიებთ, რომ ეს გადაწყვეტილება იქნება ობიექტური და ჩვენი მხარის სასარგებლოდ“, - განაცხადა ქაცარავამ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 611
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია