დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ამირან სალუქვაძე - სტრასბურგის სასამართლოში ქართული მხარე რუსეთისგან განსხვავებით გაცილებით დამაჯერებელი და არგუმენტირებული იყო
ავტორი:
2018/მაისი/23 21:30:03
../photo/2015_02/0-00-1AAANOEM/saluqvadzeamiran.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/494733-amiran-saluqvadze-strasburgis-sasamarthloshi-qarthuli-mkhare-rusethisgan-ganskhvavebith-gacilebith-damajerebeli-da-argumentirebuli-iyo.html", "headline": " ამირან სალუქვაძე - სტრასბურგის სასამართლოში ქართული მხარე რუსეთისგან განსხვავებით გაცილებით დამაჯერ...", "datePublished": "2018-05-23 17:43:41", "dateModified": "2018-05-23 17:43:41", "description": "სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში ქართული მხარე რუსეთისგან განსხვავებით გაცილებით დამაჯერე...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAANOEM/saluqvadzeamiran.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში ქართული მხარე რუსეთისგან განსხვავებით გაცილებით დამაჯერებელი და არგუმენტირებული იყო, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსთან” საუბრისას სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში ექსპერტმა ამირან სალუქვაძემ განაცხადა, რომელიც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმის - „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ განხილვას დაესწრო.

სალუქვაძის შეფასებით, ქართულმა მხარემ რუსეთს აბსოლუტურად ყველა მიმართულებით წაუყენა არგუმენტირებული ბრალდებები, რისი წარდგენაც შეიძლებოდა ადამიანის უფლებების სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებში.

„სასამართლოზე ორივე მხარე არგუმენტებად პოლიტიკურ განცხადებებსაც იშველიებს. ასეთი განცხადებებით სასამართლოსაც ექმნება განწყობები. რუსეთის არგუმენტები ძალიან უსუსური და სიცრუეზე აგებული იყო. ამახინჯებდნენ ისტორიას, თითქოს სსრკ-ს დაშლის შემდეგ სამხრეთ ოსეთი მათი ნების გარეშე შევიდა საქართველოს შემადგენლობაში. „ისკანდერის“ კუთვნილებასაც კი უარყოფენ. უარყოფენ მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურების ამსახველ ფოტო მასალას და მას ფალსიფიცირებულად აფასებენ. მათგან სხვა მოსალოდნელი არც იყო“, - აღნიშნა სალუქვაძემ.

ექსპერტი იმედოვნებს, რომ სასამართლო გაუძლებს რუსეთის ზეწოლას, განსაკუთრებით დაფინანსების შეწყვეტის და დემარშის მხრივ და ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს. „ტალიავინის კომისიას დაეყრდნო რუსეთი, თუმცა - უსუსურად. ტალიავინის კომისიის დასკვნა ხელს ვერ შეუშლის ადამიანის უფლებათა სასამართლოს თავის მუშაობაში. იმედია სასამართლო გაუძლებს რუსეთის ზეწოლას, განსაკუთრებით დაფინანსების შეწყვეტის და დემარშის მხრივ და მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას.

ჩვენ არ ვითხოვთ ზედმეტს, ვითხოვთ ობიექტურობას. ასეთი გადაწყვეტილება კი ბევრ სხვა დივიდენდს მოგვიტანს. ევროპა უნდა გამოფხიზლდეს თუნდაც უკრაინის მოვლენების შემდეგ. ამ სასამართლოში რუსეთის გამარჯვება იქნება ევროპის დამარცხება. ჩვენ ვიცით სიმართლე, მთავარია ახლა მათ მისცენ სწორი შეფასება. სასამართლოს ჩვენს სასარგებლოდ დასრულება სახელმწიფოს და მის მოქალაქეებს საშუალებას მისცემს რუსეთის წინააღმდეგ წაყენებული ცალკეული სარჩელებიც მოიგონ. ასევე ეს გადაწყვეტილება გაამყარებს არაღიარების პოლიტიკას და დეოკუპაციის მიმართულებით დასავლეთის მხარდაჭერას კიდევ უფრო განამტკიცებს“, - აცხადებს სალუქვაძე.


ამირან სალუქვაძესთან ვრცელი ინტერვიუ იხილეთ ლინკზე
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 488
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია