დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ვახტანგ მახარობლიშვილმა ესტონეთის საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრა გამართა
ავტორი:
2018/მაისი/23 21:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/maxaroblishvili_82a7e.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/494729-vakhtang-makharoblishvilma-estonethis-saparlamento-delegaciasthan-shekhvedra-gamartha.html", "headline": " ვახტანგ მახარობლიშვილმა ესტონეთის საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრა გამართა", "datePublished": "2018-05-23 17:14:15", "dateModified": "2018-05-23 17:14:15", "description": "საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი საქართველოში ვიზიტად მყოფ ესტო...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/maxaroblishvili_82a7e.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი საქართველოში ვიზიტად მყოფ ესტონეთის რესპუბლიკის პარლამენტის (რიიგიკოგუ) ევროპულ საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ტომას ვიტსუტი ხელმძღვანელობს.

ტომას ვიტსუტის განცხადებით, საპარლამენტო დელეგაციის საქართველოში ვიზიტის მთავარ მიზანს ესტონეთის მხრიდან საქართველოსადმი მხარდაჭერის გამოხატვა და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებების განსაზღვრა წარმოადგენს. ამ კონტექსტში გაიმართა მნიშვნელოვანი შეხვედრები ქართველ კოლეგა პარლამენტარებთან. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ ახლო მეგობრულ ურთიერთობებს, ვიზიტების ურთიერთგაცვლის მაღალ ინტენსივობასა და უპრეცედენტოდ აქტიურ უწყებათაშორის თანამშრომლობას. მან განსაკუთრებით გამოჰყო ეკონომიკური და საინვესტიციო პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობა.


მინისტრის მოადგილის განცხადებით, ესტონეთს მართლაც დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს მიერ ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ წარმატებებში, რომელთაგან ერთ-ერთ გამორჩეულ მიღწევად აღინიშნა უვიზო მიმოსვლის ამოქმედება. ესტონურმა მხარემ აღნიშნა, რომ საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მოწინავე ქვეყანას წარმოადგენს.


როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ვახტანგ მახარობლიშვილმა ესტონურ დელეგაციას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ევროკავშირთან შემდგომი ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ და აღნიშნა პარტნიორი ქვეყნების როლი დასახული მიზნების მიღწევაში. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომავალშიც გააგრძელებენ აქტიურ თანამშრომლობას, მათ შორის, ექსპერტული დახმარების და პროექტებში მონაწილეობის გზით.


უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გააცნო ესტონურ მხარეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით არსებული ვითარება და საგარეო-პოლიტიკური გამოწვევები. ტომას ვიტსუტმა გაუზიარა ქართულ მხარეს დელეგაციის შთაბეჭდილებები საოკუპაციო ხაზის მონახულების შემდეგ და აღნიშნა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ არ უნდა მოადუნოს ყურადღება არსებული ვითარების მიმართ. მათივე ცნობით, ვახტანგ მახარობლიშვილმა მადლობა გადაუხადა ესტონურ მხარეს იმ მტკიცე პოზიციისთვის, რომელსაც ის იჩენს საერთაშორისო არენაზე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერად, ასევე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ესტონური კონტრიბუციისთვის და გააცნო ის აქტიური მცდელობები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში შენარჩუნების მიმართულებით.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 459
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია