დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს საიუბილეო თარიღს ულოცავს
ავტორი:
2018/მაისი/23 19:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/timosoinifineti.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/494721-finethis-sagareo-saqmetha-ministri-saqarthvelos-saiubileo-tharighs-ulocavs.html", "headline": " ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს საიუბილეო თარიღს ულოცავს", "datePublished": "2018-05-23 15:36:22", "dateModified": "2018-05-23 15:36:22", "description": "„ძვირფასო მეგობრებო, ფინეთმა 100 წლის იუბილე გასულ წელს აღნიშნა, ახლა კი თქვენი ჯერია. თქვენ შესანიშ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/timosoinifineti.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } „ძვირფასო მეგობრებო, ფინეთმა 100 წლის იუბილე გასულ წელს აღნიშნა, ახლა კი თქვენი ჯერია. თქვენ შესანიშნავი ერი ხართ და უნდა იამაყოთ საკუთარი ქვეყნით! დაბადების დღეს გილოცავ, საქართველო!“, - ამის შესახებ ფინეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ტიმო სოინი ვიდეო მიმართვაში აღნიშნავს, რომლითაც ის საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავს ულოცავს.

როგორც ფინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ამბობს, ფინეთი და საქართველო არ არინ მხოლოდ პარტნიორები. მისი თქმით, ორ ქვეყანას აკავშირებს მჭიდრო მეგობრული ურთიერობები. ტიმო სიონის განცხადებით, საქართველო-ფინეთის თანამშრომლობა ბევრ სფეროს მოიცავს, მათ შორის განათლებას და უსაფრთხოებას.


მინისტრი მისალოც ვიდეოში ადასტურებს ფინეთის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე ხაზს უსვამს საქართველოს პროგრესს ევროპული ინტეგრაციის პროცესში.


„საქართველომ რეფორმებისა და ევროკავშირთან ინტეგრაციის გრძელი გზა გაიარა. უვიზო მიმოსვლა, ასოცირების შეთანხმება და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება უდიდესი მიღწევებია. სახეზეა ასევე ტურიზმის სფეროში მზარდი დინამიკა, გასულ წელს 4000-ზე მეტმა ფინელმა მოინახულა საქართველო. ჩვენ ფინეთშიც გეპატიჟებით“, - აღნიშნავს ვიდეო მიმართვაში ტიმო სიონი.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 467
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია