დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტის პრეზიდენტი გიორგი კვირიკაშვილს - მადლობას გიხდით ქვეყნის ლიდერობისთვის, აშშ-სთან პარტნიორობისა და მეგობრობისთვის
ავტორი:
2018/მაისი/23 19:00:03
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/nensilindborgi.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/494714-ashsh-is-mshvidobis-institutis-prezidenti-giorgi-kvirikashvils-madlobas-gikhdith-qveynis-liderobisthvis-ashsh-sthan-partniorobisa-da-megobrobisthvis.html", "headline": " აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტის პრეზიდენტი გიორგი კვირიკაშვილს - მადლობას გიხდით ქვეყნის ლიდერობისთვის,...", "datePublished": "2018-05-23 14:48:32", "dateModified": "2018-05-23 14:48:32", "description": "მადლობას გიხდით ქვეყნის ლიდერობისთვის, აშშ-სთან პარტნიორობისა და მეგობრობისთვის და გულთბილად გილოცავ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/nensilindborgi.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } მადლობას გიხდით ქვეყნის ლიდერობისთვის, აშშ-სთან პარტნიორობისა და მეგობრობისთვის და გულთბილად გილოცავთ ეროვნულ დღესასწაულს, - ამ სიტყვებით მიმართა აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტის პრეზიდენტმა ნენსი ლინდბორგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს
აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის რიგით მეორე ყოველწლიურ კონფერენციაზე - “პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წელი”.
ნენსი ლინდბორგმა საქართველოს მთავრობის მეთაურს აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტსა დ “ჰერითიჯის ფონდთან” პარტნიორობისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში.

“ჩემთვის დიდი პატივია, წარმოგიდგინოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრი. გიორგი კვირიკაშვილი ქვეყნის მთავრობას 2015 წლის დეკემბრიდან ხელმძღვანელობს. იგი ასევე გახლდათ ქვეყნის ვიცე-პრემიერი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი; აგრეთვე - ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი. აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს. გვსურს, ხაზი გავუსვათ საქართველოს წვლილს რეგიონული უსაფრთხოების საქმეში, ავღანეთის საერთაშორისო ძალებსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიზე გაეროს სამშვიდობო ოპერაციებში. ბატონო პრემიერ-მინისტრო! მადლობას მოგახსენებთ ქვეყნის ლიდერობისთვის, აშშ-სთან პარტნიორობისა და მეგობრობისთვის. გულთბილად გილოცავთ ეროვნულ დღესასწაულს”, - განაცხადა ნენსი ლინდბორგმა.

აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის რიგით მეორე ყოველწლიური კონფერენცია დღეს ვაშინგტონში, აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტში გაიმართა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 469
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია