დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
აკაკი ბობოხიძე - თუ სტრასბურგის სასამართლოში საქართველო დამარცხდება, ეს იქნება მხოლოდ ხელისუფლების მარცხი
ავტორი:
2018/მაისი/23 15:00:02
../photo/2015_02/0-1aNoemb-2014/boboxidze2.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/494646-akaki-bobokhidze-thu-strasburgis-sasamarthloshi-saqarthvelo-damarckhdeba-es-iqneba-mkholod-khelisuflebis-marckhi.html", "headline": "აკაკი ბობოხიძე - თუ სტრასბურგის სასამართლოში საქართველო დამარცხდება, ეს იქნება მხოლოდ ხელისუფლების მ...", "datePublished": "2018-05-23 10:49:13", "dateModified": "2018-05-23 10:49:13", "description": "იქედან გამომდინარე, რომ ვართ მართლები, გვაქვს სრული შანსი იმისა, რომ სტრასბურგის სასამართლო მოვიგოთ ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-1aNoemb-2014/boboxidze2.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } იქედან გამომდინარე, რომ ვართ მართლები, გვაქვს სრული შანსი იმისა, რომ სტრასბურგის სასამართლო მოვიგოთ ოღონდ, მთავარია, საქართველოს ხელისუფლებამ ნამდვილად წარადგინოს ყველა ის მტკიცებულება, რომლის წარდგენის შესაძლებლობაც საქართველოს, როგორც სახელმწიფოს ჰქონდა, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა აკაკი ბობოხიძემ სტრასბურგის სასამართლოში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.

აკაკი ბობოხიძე ხელისუფლების წარმომადგენლებს რუსეთ-საქართველოს ომის თემაზე პოლიტიკური განცხადებების შინაარსს უწუნებს.

ბობოხიძე იმედს გამოთქვამს, რომ განცხადებები თითქოს, საქართველომ დაიწყო ომი, არის მხოლოდ შიდა მოხმარების ტექსტი და ხელისუფლებაც იქნება მზად, რომ ბოლომდე დაიცვას საქართველოს ინტერესები.

"ერთადერთი პრობლემა და წუხილი, რაც მე მაქვს, ეს არის საქართველოს ხელისუფლების შინაგან მზაობაში, რომ ბოლომდე და ნამდვილად დაუპირისპირდეს რუსეთს იმ ნაწილში, სადაც ამ დაპირისპირების საფუძველი არსებობს. ჩვენ გვესმის ერთის მხრივ, ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადება, რომ საქართველომ დაიწყო 2008 წელს ომი და მეორეს მხრივ, განცხადებები, რომ რუსეთი 2006 წლიდან ემზადებოდა საქართველოსთან ომისთვის. არ ვიცი რომელ პოზიციას აირჩევს რეალურად საქართველოს ხელისუფლება იმიტომ, რომ დღევანდელმა მთავრობამ უნდა დაიცვას საქართველოს სახელმწიფო ინტერესები. მე სამწუხაროდ, მიმაჩნია, რომ თუ სტრასბურგის პროცესზე საქართველო დამარცხდება, ეს იქნება მხოლოდ ხელისუფლების მარცხი.

იმედი მაქვს, რომ განცხადებები თითქოს საქართველომ დაიწყო ომი, არის მხოლოდ შიდა მოხმარების ტექსტი და პოლიტიკური ტექსტი, რადგან შინაგანად, ეს ხელისუფლებაც იქნება მზად, რომ ბოლომდე დაიცვას საქართველოს ინტერესები, მაგრამ მე ვიდრე საბოლოო შედეგს არ ვნახავ, არ მაქვს მშვიდად ყოფნის უფლება იმიტომ, რომ ვხედავ საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც საქართველოს აბრალებდა წლების განმავლობაში ომის დაწყებას და არა მხოლოდ აბრალებდა, არამედ აბრალებს ახლაც, როგორც კი შესაძლებლობა ექნება", - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)” დღეს ბოლო ზეპირი მოსმენა იმართება.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 464
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია