დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გია ვოლსკი - ოპონენტების მხრიდან ხინჯების ძებნა ამ პროცესში იმდენად თვალსაჩინოა, ხანდახან მიჩნდება განცდა, რომ არც გაუხარდებათ თუ სტრასბურგმა ჩვენს სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება
ავტორი:
2018/მაისი/23 14:30:02
../photo/2015_02/0-0OQT-2015/volski1.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/494639-gia-volski-oponentebis-mkhridan-khinjebis-dzebna-am-processhi-imdenad-thvalsachinoa-khandakhan-michndeba-gancda-rom-arc-gaukhardebath-thu-strasburgma-chvens-sasargeblod-miigho-gadatsyvetileba.html", "headline": "გია ვოლსკი - ოპონენტების მხრიდან ხინჯების ძებნა ამ პროცესში იმდენად თვალსაჩინოა, ხანდახან მიჩნდება გ...", "datePublished": "2018-05-23 10:15:40", "dateModified": "2018-05-23 10:15:40", "description": "ოპონენტების მხრიდან რაღაც ხინჯების ძებნა მთლიანად ამ პროცესში იმდენად თვალსაჩინოა, ხანდახან მიჩნდება...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-0OQT-2015/volski1.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ოპონენტების მხრიდან რაღაც ხინჯების ძებნა მთლიანად ამ პროცესში იმდენად თვალსაჩინოა, ხანდახან მიჩნდება განცდა, რომ არც გაუხარდებათ თუ სტრასბურგმა ჩვენს სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც ოპოზიციის კრიტიკას უპასუხა.

გია ვოლსკის განცხადებით, ამ საქმის მოგება პოლიტიკურადაც ძალიან მნიშვნელოვანია.

"იუსტიციის სამინისტრომ საკმაოდ შრომატევადი პროცესის შემდეგ ყველა მტკიცებულება გააძლიერა საკმაოდ ბევრი ფაქტობრივი მასალით. ასე რომ, ვფიქრობ, ჩვენი პოზიცია სტრასბურგში არის საკმაოდ მყარი. არ დაგვავიწყდეს, რომ პარალელურად, პროცესი მიდის ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში. თავისთავად, მნიშვნელოვანია, საქართველოს პოზიციის კიდევ უფრო განმტკიცება საერთაშორისო ასპარეზზე და საერთაშორისო მხარდაჭერის გაორმაგება ამითი. ჩვენთვის პოლიტიკურად ძალიან მნიშვნელოვანია ამ საქმის მოგება. აღსრულების ნაწილთან დაკავშირებით ჩვენ არ ვართ მარტო - საერთაშორისო თანამეგობრობას გააჩნია ის ბერკეტი, რითიც უნდა აღასრულოს მიღებული გადაწყვეტილება. ოპონენტების მხრიდან რაღაც ხინჯების ძებნა მთლიანად ამ პროცესში იმდენად თვალსაჩინოა, ხანდახან მიჩნდება განცდა, რომ არც გაუხარდებათ თუ სტრასბურგმა ჩვენს სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)” დღეს ბოლო ზეპირი მოსმენა იმართება.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 462
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია