დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საგარეო საქმეთა სამინისტროში ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან 44-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა
ავტორი:
2018/მაისი/23 13:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/dondua_bf1a2.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/494627-sagareo-saqmetha-saministroshi-zhenevis-saerthashoriso-diskusiebis-thanathavmjdomareebthan-44-e-raundis-mosamzadebeli-shekhvedra-gaimartha.html", "headline": "საგარეო საქმეთა სამინისტროში ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან 44-ე რაუნდის მოსა...", "datePublished": "2018-05-23 09:24:07", "dateModified": "2018-05-23 09:24:07", "description": "საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან 44-ე ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/dondua_bf1a2.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან 44-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრას ქართული მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი დავით დონდუა ხელმძღვანელობდა. მხარეებმა მოლაპარაკებების 43-ე რაუნდის შედეგები შეაჯამეს. საქართველოს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ რუსეთის დესტრუქციული მიდგომის შედეგად წინა რაუნდზე მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა ძალის არგამოყენების საკითხზე. საუბარი შეეხო მომდევნო რაუნდზე განსახილველ საკითხებს.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე განსაკუთრებული სიმწვავით დაისვა არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტი. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა სრულფასოვანი გამოძიების ჩატარებისა და დამნაშავეების დასჯის აუცილებლობაზე. აღინიშნა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა და იქცა გარკვეულ ტენდენციად და როგორც არჩილ ტატუნაშვილის, ისე გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებზე მართლმსაჯულების აღუსრულებლობა ქმნის დაუსჯელობის სინდრომს და ახდენს ქართველების მიმართ ეთნიკურად მოტივირებული დანაშაულებრივი ქმედებების წახალისებას ოკუპირებულ რეგიონებში. თავის მხრივ, თანათავმჯდომარეებმა კიდევ ერთხელ დაგმეს არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფა და აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნას მსგავსი ფაქტების დროული და სათანადო გამოძიება და დამნაშავეების დასჯა.

განხილვის ერთ-ერთ მთავარ საგანს წარმოადგენდა რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების შესრულების, საქართველოს მიმართ ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურებისა და შესრულების, აგრეთვე ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის საკითხები. აქცენტი გაკეთდა ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების საკითხზე საგნობრივი მოლაპარაკებებისა და პროგრესის მიღწევის აუცილებლობაზე. შეხვედრისას დეტალურად იქნა განხილული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ისევე, როგორც საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობა.

საუბარი შეეხო რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებს. ხაზი გაესვა რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების რეგულარულ დარღვევებს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მიმდინარე უკანონო მილიტარიზაციითა და სამხედრო წვრთნებით.

აღინიშნა საოკუპაციო ხაზის გამაგრება მავთულხლართებითა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერებით, უკანონო დაკავებები და გატაცებები, აფხაზეთის რეგიონში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის ნეგატიური შედეგები ადგილობრივი მოსახლეობისთვის, კერძო საკუთრებაზე წვდომისა და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა. ყურადღება დაეთმო საოკუპაციო რეჟიმების მიერ შემზღუდავი ზომების დაწესებას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში დანარჩენი საქართველოდან სხვადასხვა სახის პროდუქტის შეტანაზე, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ადგილობრივი მოსახლეობისა და ფერმერების ჰუმანიტარულ მდგომარეობას.

აქცენტი გაკეთდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართველების ეთნიკური დისკრიმინაციის გაძლიერებაზე. აღინიშნა, რომ გალში მცხოვრებ ქართველობას აიძულებენ უცხოელებად დარეგისტრირებასა და ეთნიკური იდენტობის შეცვლას. ამ კონტექსტში ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა საოკუპაციო რეჟიმის განცხადებებს ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ქართველების ეთნიკური ნიშნით კატეგორიებად დაყოფის შესახებ. ყურადღება ასევე გამახვილდა გალისა და ახალგორის რაიონების ქართულ სკოლებში მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვის საკითხზე.

დავით დონდუამ თანათავმჯდომარეებს მოუწოდა, რაუნდის დროს სათანადო შეფასება მისცენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილი მძიმე მდგომარეობას და ადგილზე ვითარების გამოსწორებისთვის ძალისხმევა არ დაიშურონ.

ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგი, 44-ე რაუნდი 2018 წლის 19-20 ივნისს გაიმართება.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 449
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია