დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თამარ ხულორდავა - 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და შემდგომ საქართველოს მოქალაქეებისადმი ჩადენილი ადამიანის უფლებების დარღვევები სწორედ რუსეთის პასუხისმგებლობაა
ავტორი:
2018/მაისი/23 13:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAMAI-2017/xulordava.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/494624-thamar-khulordava-2008-tslis-agvistos-omis-dros-da-shemdgom-saqarthvelos-moqalaqeebisadmi-chadenili-adamianis-uflebebis-darghvevebi-stsored-rusethis-pasukhismgeblobaa.html", "headline": "თამარ ხულორდავა - 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და შემდგომ საქართველოს მოქალაქეებისადმი ჩადენილი ადამ...", "datePublished": "2018-05-23 08:58:11", "dateModified": "2018-05-23 08:58:11", "description": "2008 წლის აგვისტოს ომის დროს და მას შემდეგ საქართველოს მოქალაქეებისადმი ჩადენილი ადამიანის უფლებების...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAMAI-2017/xulordava.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და მას შემდეგ საქართველოს მოქალაქეებისადმი ჩადენილი ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევები სწორედ რუსეთის პასუხისმგებლობაა, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ განაცხადა.

თამარ ხულორდავა იმედოვნებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საქართველოს მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს გაიზიარებს.

„ძალიან მნიშვნელოვანი საქმე იხილება დღეს სტრასბურგში. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და მას შემდეგ საქართველოს მოქალაქეებისადმი ჩადენილი ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევები სწორედ რუსეთის პასუხისმგებლობაა.
იმედი მაქვს, სასამართლო გაიზიარებს საქართველოს მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და პოზიციას. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება უძლიერესი დამატებითი არგუმენტი იქნება ჩვენთვის და საერთაშორისო საზოგადოებისთვის რუსეთს თავისი სახელი დაერქვას, მის აგრესორულ და ექსპანსიურ პოლიტიკას - თავისი. ამ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება კიდევ უფრო გაამყარებს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვის და დეოკუპაციის მოთხოვნისადმი. წარმატებები საქართველოს. წარმატებები იუსტიციის სამინისტროს“, - განაცხადა ხულორდავამ, რომლის კომენტარსაც პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე
„საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ (II)” დღეს ბოლო ზეპირი მოსმენა იმართება.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 458
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია