დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი ჟვანია - სააკაშვილი, მერაბიშვილი და ადეიშვილი, სულ ცოტა, ხელს აფარებდნენ ზურაბ ჟვანიას მკვლელებს
ავტორი:
2013/ოქტომბერი/18 21:00:03
მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი, სულ ცოტა, ხელს აფარებდნენ ზურაბ ჟვანიას მკვლელებს, - ამის შესახებ ტელეკომპანია "იმედს" ზურაბ ჟვანიას ძმამ, გიორგი ჟვანიამ განუცხადა. მისი თქმით, ის სუბიექტურია ამ საკითხში, მაგრამ ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილის პასუხისმგებლობა ამ საქმეში აშკარად იკვეთება.
" მე ამ საკითხში ბუნებრივია სუბიექტური ვარ. მე არც იურისტი ვარ, არც გამომძიებელი, მაგრამ ვფიქრობ, აშკარად იკვეთება მიხეილ სააკაშვილის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ამ საქმეში. სულ ცოტა, ვანო მერაბიშვილი, მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ადეიშვილი არიან ის ადამიანები, რომლებიც ხელს აფარებდნენ მკვლელებს. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული", - აღნიშნა ჟვანიამ.
მისივე თქმით, საქმე უახლოეს თვეებში გაიხსნება. "მე აქტიურად ვთანამშრომლობ პროკურატურასთან. მაქვს ინფორმაცია, რა სტადიაშია საქმე და რა მასალებს ფლობს პროკურატურა. აქედან გამომდინარე, ეს საქმე უახლოეს თვეებში აუცილებლად გაიხსნება", - განაცხადა ჟვანიამ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1284
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია