დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ლევან ხაბეიშვილი - ხვალ, როდესაც აღარ იქნებით ხელისუფლებაში, მომდევნო ხელისუფლების ამოცანა აღარ იქნება ქუჩებისთვის სახელების გადარქმევა
ავტორი:
2018/მაისი/22 17:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAOCT/xabeishvili_d46b8.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/494477-levan-khabeishvili-khval-rodesac-aghar-iqnebith-khelisuflebashi-momdevno-khelisuflebis-amocana-aghar-iqneba-quchebisthvis-sakhelebis-gadarqmeva.html", "headline": "ლევან ხაბეიშვილი - ხვალ, როდესაც აღარ იქნებით ხელისუფლებაში, მომდევნო ხელისუფლების ამოცანა აღარ იქნე...", "datePublished": "2018-05-22 13:05:08", "dateModified": "2018-05-22 13:05:08", "description": "უწოდეთ, თქვენ რასაც გინდათ „ოცნების მოედანი", ხვალ, როდესაც თქვენ აღარ იქნებით ხელისუფლებაში, მომდევ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAOCT/xabeishvili_d46b8.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } უწოდეთ, თქვენ რასაც გინდათ „ოცნების მოედანი", ხვალ, როდესაც თქვენ აღარ იქნებით ხელისუფლებაში, მომდევნო ხელისუფლების ამოცანა აღარ იქნება ქუჩებისთვის სახელების გადარქმევა, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოში გამართულ საჯარო სხდომაზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

საჯარო სხდომაზე „ვარდების მოედნისთვის“ პირველი რესპუბლიკის სახელის მინიჭების საკითხს განიხილავენ, რომელსაც პარლამენტარები, საზოგადო მოღვაწეები, ისტორიკოსები ესწრებიან. მოედნისთვის სახელის გადარქმევის შესახებ საკრებულოს ინიციატივა საზოგადოებას საკრებულოს სიმბოლიკის და სახელდების კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა წარუდგინა.

ლევან ხაბეიშვილი დაინტერესდა, არსებული პრობლემების ფონზე ხელისუფლება რატომ დაინტერესდა ამ მოედნისთვის სახელის გადარქმევით.
"იმედია, მოვა ისეთი ხელისუფლება, დედაქალაქის მთავრობა, რომლისთვისაც ადამიანი იქნება მნიშვნელოვანი და ის პრობლემები, რაც თბილისელებს აწუხებს. ვერ მომიყვანთ ვერც ერთ სტატიას და გამოკვლევას, სადაც ეს საკითხი არის ისეთი მნიშვნელოვანი, რომ საჯარო დისკუსიები უნდა მოვაწყოთ", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

საკითხის განხილვა გრძელდება. პოზიციის დაფიქსირების შემდეგ ოპოზიციამ სხდომა დატოვა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 456
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია