დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ირაკლი კობახიძე - ყველა ზომაა მიღებული იმისათვის, რომ სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს სასარგებლოდ იქნეს გადაწყვეტილება მიღებული
ავტორი:
2018/მაისი/22 15:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/kobaxidze8.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/494441-irakli-kobakhidze-yvela-zomaa-mighebuli-imisathvis-rom-strasburgis-sasamarthloshi-saqarthvelos-sasargeblod-iqnes-gadatsyvetileba-mighebuli.html", "headline": "ირაკლი კობახიძე - ყველა ზომაა მიღებული იმისათვის, რომ სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს სასარგებლ...", "datePublished": "2018-05-22 10:54:57", "dateModified": "2018-05-22 10:54:57", "description": "ყველა შესაბამისი ზომა იქნა მიღებული იმისათვის, რომ საქართველოს სასარგებლოდ იქნეს მიღებული გადაწყვეტი...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/kobaxidze8.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ყველა შესაბამისი ზომა იქნა მიღებული იმისათვის, რომ საქართველოს სასარგებლოდ იქნეს მიღებული გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ევროსასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელთან დაკავშირებით განაცხადა.

„პარლამენტი დაინტერესდა ამ საქმის მიმდინარეობით. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა საგანგებო, სპეციალური შეხვედრა იუსტიციის მინისტრთან, მთავრობის წარმომადგენლებთან და განვიხილეთ ამ საქმის თითოეული დეტალი. მათ შორის განვიხილეთ ის, თუ როგორ არის ჩვენი ქვეყნის არგუმენტები მომზადებული, რა სახის არგუმენტებია მტკიცებულების სახით წარმოდგენილი.

ჩვენ დავრწმუნდით, რომ ყველა შესაბამისი ზომაა მიღებული იმისათვის, რომ საქართველოს სასარგებლოდ იქნეს მიღებული გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოში. პარლამენტი, რა თქმა უნდა, დააკვირდება ამ პროცესებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

23 მაისს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატა საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის შეიარაღებულ კონფლიქტსა და მის შედეგებთან დაკავშირებით საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს განიხილავს.

სარჩელი საქართველომ 2008 წლის 11 აგვისტოს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 33-ე მუხლის შესაბამისად შეიტანა. სარჩელი ეხება სიცოცხლის უფლების, წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების, სიცოცხლის უფლების, საკუთრების დაცვისა და განათლების უფლების და გადაადგილების თავისუფლების დარღვევებს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 468
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია