დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რომან გოცირიძე - ივანიშვილის საკადრო გემოვნების და პოლიტიკის გათვალისწინებით, საპრეზიდენტო არჩევნებზე მივიღებთ დიდ სიურპრიზს
ავტორი:
2018/მაისი/21 16:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAIVL/gociridze.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/494269-roman-gociridze-ivanishvilis-sakadro-gemovnebis-da-politikis-gathvalistsinebith-saprezidento-archevnebze-mivighebth-did-siurprizs.html", "headline": "რომან გოცირიძე - ივანიშვილის საკადრო გემოვნების და პოლიტიკის გათვალისწინებით, საპრეზიდენტო არჩევნებზ...", "datePublished": "2018-05-21 12:14:54", "dateModified": "2018-05-21 12:14:54", "description": "ბიძინა ივანიშვილის საკადრო გემოვნების და პოლიტიკის გათვალისწინებით საპრეზიდენტო არჩევნებზე მივიღებთ ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAIVL/gociridze.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ბიძინა ივანიშვილის საკადრო გემოვნების და პოლიტიკის გათვალისწინებით საპრეზიდენტო არჩევნებზე მივიღებთ დიდ სიურპრიზს და მოულოდნელობას, როგორც ეს ყოველთვის ხდებოდა, - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა. გოცირიძე გამოეხმაურა გიორგი მარგველაშვილის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობის შესახებ ყველამ დამოუკიდებლობის დღის და ნატო-ს სამიტის დასრულების შემდეგ უნდა განაცხადოს.

"თავად საპრეზიდენტო კანდიდატის გადასაწყვეტია, როდის ჩაერთვება კამპანიაში და როგორ მიაჩნია მას სწორად. მოქმედი პრეზიდენტისთვის ყველაზე კარგი ტრიბუნა იყო მაშინ, როცა ის აკეთებდა საბოლოო ანგარიშს პარლამენტში. ეს იყო ყველაზე დიდი პლატფორმა მისთვის, რომ პრეტენზიები გაემჟღავნებინა. მე ვფიქრობ, ყველაზე მძიმე მდგომარეობაში იქნება სახელისუფლებო კანდიდატი. ხელისუფლებას იმდენად უჭირს, რომ დღემდე ჭორის დონეზეც კი არ იცის ხელისუფლების არც ერთმა წარმომადგენელმა, თუ ვინ უნდა იყოს კანდიდატი. ბიძინა ივანიშვილის საკადრო გემოვნების და პოლიტიკის გათვალისწინებით მივიღებთ დიდ სიურპრიზს და მოულოდნელობას, როგორც ეს ყოველთვის ხდებოდა", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 486
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია