დაისვენე კურორტ ახალდაბაში
რომან გოცირიძე „პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილებას ითხოვს
ავტორი:
2018/მაისი/17 14:00:01
../photo/2015_02/0-1aDekemb-2014/gociridze-roman.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/493636-roman-gociridze-parlamentis-reglamentshi-cvlilebas-ithkhovs.html", "headline": "რომან გოცირიძე „პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილებას ითხოვს", "datePublished": "2018-05-17 10:05:11", "dateModified": "2018-05-17 10:05:11", "description": "საპარლამენტო ფრაქციის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე „საქართველოს პარლა...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-1aDekemb-2014/gociridze-roman.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საპარლამენტო ფრაქციის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილებას ითხოვს. გოცირიძე რეგლამენტის 205-ე მუხლის პირველი ნაწილის შემდეგი რედაქციით ჩამოყალიბებას ითხოვს: „საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვალდებულია პარლამენტს წელიწადში ორჯერ, საშემოდგომო და საგაზაფხულო სესიების პლენარული სხდომების პირველივე კვირაში წარუდგინოს ანგარიში სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“.

რომან გოცირიძის განცხადებით, რეგლამენტის პროექტის მიღების მიზეზია, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული საპარლამენტო კონტროლის განხორციელების გაძლიერება.

„პროექტის მიღების მიზანს წარმოადგენს საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება. კერძოდ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული სამთავრობო პროგრამების მიმდინარეობის შესახებ საქართველოს პარლამენტისთვის პრემიერ-მინისტრის მიერ ანგარიშის წარდგენის ვალდებულების სიხშირის ზრდა. რეგლამენტის პროექტი არ ახდენს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. მისი მიღება კი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 530
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია