დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ეკა ბესელია დაინტერესებულ პირებს სამოქალაქო კოდექსში და კულტურის შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით განხილვაზე იწვევს
ავტორი:
2018/მაისი/17 10:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAMAI-2017/beselia_2d105.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/493571-eka-beselia-dainteresebul-pirebs-samoqalaqo-kodeqsshi-da-kulturis-shesakheb-kanonshi-cvlilebebthan-dakavshirebith-gankhilvaze-itsvevs.html", "headline": "ეკა ბესელია დაინტერესებულ პირებს სამოქალაქო კოდექსში და კულტურის შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშ...", "datePublished": "2018-05-17 06:02:08", "dateModified": "2018-05-17 06:02:08", "description": "პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ყველა დაინტერესებულ პირს სამოქალაქო...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAMAI-2017/beselia_2d105.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ყველა დაინტერესებულ პირს სამოქალაქო კოდექსში და კულტურის შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით ღია განხილვაზე იწვევს, - ამის შესახებ პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

ბესელიას თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით გაკეთებული ცალკეული კომენტარები და “საერთაშორისო გამჭვირვალობის“ განცხადება იყო სრულიად აცდენილი ამ ცვლილების არსს.

“გუშინ გავრცელდა რამდენიმე კომენტარი და განცხადება, რომელიც ეხება ინიცირებულ პროექტს - კონსტიტუციის ცვლილებიდან გამომდინარე ჰარმონიზაციის მიზნით სამოქალაქო კოდექსში და კულტურის შესახებ კანონში. სამწუხაროდ, ეს ცალკეული კომენტარები და “საერთაშორისო გამჭვირვალობის“ განცხადება იყო სრულიად აცდენილი ამ ცვლილების არსს. ეს მოხდა განზრახ- საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით თუ იმის გამო რომ არ იქნა წაკითხული ინიცირებული პროექტი, მინდა ფართო საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ კონსტიტუციის მე-20 მუხლით შემოქმედებითი დაცვის უფრო მაღალი სტანდარტია დადგენილი. შეზღუდვა მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება და არავის სხვის მიერ. ამ ცვლილებით კი ხდება ტექნიკური შესაბამისობა კონსტიტუციასთან კანონების, რითაც არათუ არ სუსტდება სტანდარტი პირიქით. ამ ცვლილების გარეშეც კონსტიტუციური პრინციპი იმოქმედებს. ამდენად, იმ ორგანიზაციებმა ვინც ეს ელემენტალური სამართლებრივი საკითხი იცის და ამის მიუხედავად ასეთ განცხადებებს აკეთებს, ეს ხდება ან განზრახ ან უბრალოდ არ აქვთ წაკითხული კანონპროექტი. ვიწვევ ყველა მათგანს ღია განხილვაზე, სადაც ნათლად გამოჩნდება ამ საკითხის მართებულობა“, - აცხადებს ეკა ბესელია.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 506
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია