დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პარლამენტი იხილავს პროექტს, რომლის საფუძველზეც მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი განისაზღვრება
ავტორი:
2018/მაისი/16 20:00:03
../photo/2015_02/0-00-1AAADEC/parlamentibiujeti.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/493504-parlamenti-ikhilavs-proeqts-romlis-safudzvelzec-mravalshviliani-mshoblis-statusi-ganisazghvreba.html", "headline": "პარლამენტი იხილავს პროექტს, რომლის საფუძველზეც მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი განისაზღვრება ", "datePublished": "2018-05-16 16:04:55", "dateModified": "2018-05-16 16:04:55", "description": "პარლამენტი პირველი მოსმენით იხილავს “სამოქალაქო კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის თანახმად, სახე...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAADEC/parlamentibiujeti.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პარლამენტი პირველი მოსმენით იხილავს “სამოქალაქო კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის თანახმად, სახელმწიფოს მხრიდან მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის განსაზღვრა ხდება. კერძოდ, მრავალშვილიანი მშობელი არის პირი, რომელსაც ჰყავს ოთხი ან მეტი შვილი. პროექტი პარლამენტის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ წარადგინა.

კანონპროექტით, მრავალშვილიანი მშობლის სოციალური დაცვის უზრუნველყოფის წესი და პირობები საქართველოს კანონმდებლობით განისაზღვრება.

საქართველოს მთავრობამ 2018 წლის 1-ელ ივნისამდე უნდა შეიმუშაოს და დაამტკიცოს მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის დადგენისა და გაუქმების და შესაბამის პირთა შესახებ მონაცემების წარმოების წესი; ასევე, უნდა შეიმუშაოს და დაამტკიცოს მრავალშვილიანი მშობლის სოციალური დაცვის უზრუნველყოფის წესი და პირობები.

კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს 2019 წლის და შემდგომი საბიუჯეტო წლების ბიუჯეტების ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან 2019 წლის 1-ელი იანვრიდან, კანონპროექტიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბიუჯეტით დასაფინანსებელი იქნება მრავალშვილიანი ოჯახის ელექტროენერგიის სუბსიდია: მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ჰყავს 4 ბავშვი, მიიღებს 20 ლარს ყოველთვიურად, ხოლო ხუთი ან მეტშვილიანი ოჯახი მე-5 და მომდევნო ბავშვზე - დამატებით 10-10 ლარს.

შეღავათს მიიღებენ ის ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი იქნებიან “სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი სარეიტინგო ქულა ტოლი ან ნაკლები იქნება 300 000-ის. ა.წ. თებერვლის მონაცემებით.

შესაბამის კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში ჩაიწერება, რომ სარეიტინგო ქულის მისანიჭებლად ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას ოჯახის შემოსავლებში არ გაითვალისწინება აღნიშნული შეღავათი.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 494
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია