დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დიმიტრი ქუმსიშვილი ავსტრიის ფედერალური ეკონომიკური პალატის დელეგაციას შეხვდა
ავტორი:
2018/მაისი/16 18:30:01
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/qumsi2.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/493492-dimitri-qumsishvili-avstriis-federaluri-ekonomikuri-palatis-delegacias-shekhvda.html", "headline": "დიმიტრი ქუმსიშვილი ავსტრიის ფედერალური ეკონომიკური პალატის დელეგაციას შეხვდა", "datePublished": "2018-05-16 14:41:31", "dateModified": "2018-05-16 14:41:31", "description": "პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ავსტრიის ფედე...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/qumsi2.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ავსტრიის ფედერალური ეკონომიკური პალატის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც აღნიშნული ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი რიჩარდ შენცი ხელმძღვანელობდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველო-ავსტრიის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე, აგრეთვე თანამშრომლობაზე საქართველოსთვის ისეთ პრიორიტეტულ სექტორში, როგორიცაა სამთო ტურიზმი. ასევე ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობაზე ენერგეტიკაში, ვაჭრობაში, ინოვაციებში, პროფესიულ განათლებაში და სხვა.

შეხვედრაზე პოზიტიურად შეფასდა საქართველო-ავსტრიის ბიზნეს ფორუმის ჩატარება, რომელიც B2B ფორმატით ჩატარდა. ფორუმს 26 მსხვილი ავსტრიული და 100-ზე მეტი ქართული კომპანიის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. ავსტრიის ბიზნეს-დელეგაციის წევრი კომპანიები წარმოადგენდნენ შემდეგ სფეროებს: ჰიდრო-ელექტროენერგია, დეტექტორების, ონკანებისა და მსგავსი საზომი ხელსაწყოების წარმოება, სახანძრო სიგნალიზაცია და ტაქსომეტრები, სპორტული კომპლექსების მოწყობა და მართვა, მანქანათმშენებლობა, შესაფუთი მანქანა-დანადგარები, მყარი ნარჩენების გადამამუშავებელი ტექნოლოგიები და სხვა.

თავის მხრივ, ავსტრიის ფედერალური ეკონომიკური პალატის ვიცე-პრეზიდენტმა რიჩარდ შენცმა საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი და ადგილობრივი ბიზნესსექტორი ავსტრიაში ბიზნესფორუმის ჩასატარებლად მიიწვია. შეხვედრას ასევე დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 478
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია