დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
აშშ-ს თავდაცვის მდივნის ყოფილი მოადგილე - რუსეთის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა იყოს აგრესიული საქართველოში, უკრაინაში და მსოფლიოს სხვა კუთხეებში
ავტორი:
2018/მაისი/16 15:30:01
../photo/2015_02/0-00-AGVISTO-2016i/maikl-karpenteri.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/493444-ashsh-s-thavdacvis-mdivnis-yofili-moadgile-rusethis-khelmdzghvanelobam-gadatsyvita-iyos-agresiuli-saqarthveloshi-ukrainashi-da-msoflios-skhva-kuthkheebshi.html", "headline": "აშშ-ს თავდაცვის მდივნის ყოფილი მოადგილე - რუსეთის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა იყოს აგრესიული საქართვე...", "datePublished": "2018-05-16 11:44:12", "dateModified": "2018-05-16 11:44:12", "description": "ჩვენ განვიხილეთ ნატო-ს ბუქარესტის სამიტის ფარგლებში აღებული ვალდებულებები უკრაინასთან და საქართველოს...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-AGVISTO-2016i/maikl-karpenteri.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ჩვენ განვიხილეთ ნატო-ს ბუქარესტის სამიტის ფარგლებში აღებული ვალდებულებები უკრაინასთან და საქართველოსთან მიმართებაში, რომელიც 10 წლის წინ მოხდა და აქვს თუ არა საქართველოს შესაძლებლობა მოიპოვოს ნატო-ს წევრობა მომავალში, - ამის შესახებ აშშ-ს თავდაცვის მდივნის ყოფილმა მოადგილემ მაიკლ კარპენტერმა დღეს თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე -"სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების მეხუთე ფორუმი"განაცხადა.

„ამ პანელზე გამომსვლელებს სჯერა, რომ ერთ დღეს საქართველო ნატო-ს წევრი გახდება, თუმცა გზა რთული იქნება, ვინაიდან პოლიტიკური მხარდაჭერა ზოგიერთი ევროპული ქვეყნების მხრიდან არ არსებობს. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა განიხილა სამხედრო რეფორმების საკითხი. ამ რეფორმებით საქართველოს შეიარაღებული ძალები უკეთ მომზადებული იქნება, რათა დაუპირისპირდეს მოწინააღმდეგეს“, - განაცხადა მან.

მაიკლ კარპენტერმა ასევე ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე.

„რაც შეეხება შეხვედრას პრეზიდენტთან, ჩვენ განვიხილეთ თუ რა ხდება საქართველოში პოლიტიკურ დონეზე, ასევე განვიხილეთ უსაფრთხოების საკითხები, მათ შორის გლობალური უსაფრთხოების საკითხები“, - განაცხადა კარპენტერმა.

მისი თქმით, რაც შეეხება საქართველოს მთავრობის დიალოგს რუსეთთან, იცით, კრიზისური სიტუაციებისთვის კომუნიკაციის არხის ქონა აბსოლუტურად აუცილებელია.

„თუმცა აღსანიშნავია, რომ რუსეთის დღევანდელმა ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა იყოს აგრესიული საქართველოში, უკრაინაში და მსოფლიოს სხვა კუთხეებში, მათ შორის აშშ-ში. ყველაფერი ეს ითხოვს ტრანსატლანტიკური საზოგადოების ერთობლივ ქმედებებს“, - დასძინა მან.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 510
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია