დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ლევან კობერიძე - საკრედიტო-საგარანტიო ფონდი რაც შეიძლება სწრაფად უნდა ავამოქმედოთ - ეს არის გზა, რომლითაც უნდა მივაღწიოთ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას
ავტორი:
2018/მაისი/16 13:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAIVNIS/koberidze_5bf1e.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/493407-levan-koberidze-sakredito-sagarantio-fondi-rac-sheidzleba-stsrafad-unda-avamoqmedoth-es-aris-gza-romlithac-unda-mivaghtsioth-mcire-da-sashualo-biznesis-ganvitharebas.html", "headline": "ლევან კობერიძე - საკრედიტო-საგარანტიო ფონდი რაც შეიძლება სწრაფად უნდა ავამოქმედოთ - ეს არის გზა, რომ...", "datePublished": "2018-05-16 09:35:15", "dateModified": "2018-05-16 09:35:15", "description": "საკრედიტო-საგარანტიო ფონდი რაც შეიძლება სწრაფად უნდა ავამოქმედოთ, რადგან ეს არის ის გზა, რომლითაც უნ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAIVNIS/koberidze_5bf1e.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საკრედიტო-საგარანტიო ფონდი რაც შეიძლება სწრაფად უნდა ავამოქმედოთ, რადგან ეს არის ის გზა, რომლითაც უნდა მივაღწიოთ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას და დასაქმების ზრდას, - ამის შესახებ დღევანდელ სესიაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან კობერიძემ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ამ ფონდში 1/3-ით სახელმწიფო, 1/3-ით კერძო სექტორი და 1/3-ით ევროპული საფინანსო სტრუქტურები იქნებიან წარმოდგენილები.

„სწორედ ამ სეგმენტის სტიმულირებისთვის, პირველი ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის ინიციატივით არის გადაწყვეტილება მიღებული, რომ შეიქმნას საკრედიტო-საგარანტიო ფონდი. ამ ფონდის შესახებ სამუშაო ვერსია და პირველი შეხვედრა უკვე გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ჩვენი პარლამენტის წევრები, სამინისტრო, ეროვნული ბანკი, ბიზნესსექტორი, ჩვენი უცხოელი კოლეგები. ჩვენ გავიზიარეთ ძალიან საინტერესო მექანიზმი. ეს საკრედიტო-საგარანტიო ფონდი იქნება მასტიმულირებელი და მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობის გამარტივების მექანიზმი. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც გააჩნია მცირე და საშუალო ბიზნესს. ძალიან ბევრი კვლევით, 5 უმთავრეს პრობლემას შორის მცირე და საშუალო ბიზნესისთვის დასახელებულია ბანკების მხრიდან ძალიან მაღალი მოთხოვნა იპოთეკა-გირაოზე, მაღალი საპროცენტო განაკვეთები, ბიუროკრატია. გლობალური ინდექსის გათვალისწინებითაც, ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობა არის ყველაზე დიდი პრობლემა“, - განაცხადა კობერიძემ.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 485
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია