დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
უჩა ნანუაშვილმა საკრებულოს წევრებს რეკომენდაციები გააცნო
ავტორი:
2013/ოქტომბერი/18 15:30:02
სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა თბილისის საკრებულოს წევრებს მერიის მიმართ არსებული რეკომენდაციები გააცნო.
თვითმმართველ ორგანოში ამ მიზნით სახალხო დამცველის შეხვედრა საკრებულოს დეპუტატებთან დღეს პირველად შედგა. სახალხო დამცველმა დეპუტატებს თბილისის მერიის ხელმძღვანელობის მიმართ გაკეთებული რეკომენდაციები გააცნო, რომელიც მოქალაქეებისთვის სოციალ-ეკონომიკური ხასიათის პრობლემების მოგვარებას ითვალისწინებს. კერძოდ, ეს შეეხება: სათანადო საცხოვრისებით უზრუნველყოფის უფლების დაცვას, შრომითი დავებს, საჯარო მეხელეთა თანამდებობიდან გათავისუფლებას, შეზღუდული შესაძლებლობების პირთათვის ადაპტირებული გარემოს შექმნას და სხვა ხასიათის რეკომენდაციებს.
შეხვედრას საკრებულოს ადამიანის უფლებათა საზოგადოებასთან ურთიერთობის კომისიის თავმჯდომარე კახა კუკავა ხელმძღვანელობდა.
ფრაქცია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის, აღნიშნული კომისიის წევრის ზაზა გაბუნიას განცხადებით, მისი მხრიდან შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა თბილისში რეგისტრირებული უსახლკარო მოქალაქეების მდგომარეობასა და მათ წინაშე არსებული პრობლემების დაძლევის გზებზე.
"აუცილებელია შევქმნათ უსახლკარო მოქალაქეების ბაზა, შევიმუშავოთ ადეკვატური კრიტერიუმები და ბიუჯეტში მოვძებნოთ რესურსები უსახლკარო მოქალაქეებისათვის საცხოვრისების ასაშენებლად," _ აღნიშნა ზაზა გაბუნიამ.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1221
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია