დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
„პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატები დღეს მოსკოვში მიემგზავრებიან
ავტორი:
2018/მაისი/16 09:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/marshania_361cd.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/493333-patriottha-aliansisq-deputatebi-dghes-moskovshi-miemgzavrebian.html", "headline": "„პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატები დღეს მოსკოვში მიემგზავრებიან", "datePublished": "2018-05-16 05:00:55", "dateModified": "2018-05-16 05:00:55", "description": "„პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატები დღეს მოსკოვში მიემგზავრებიან. "პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატის ადა მარ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/marshania_361cd.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } „პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატები დღეს მოსკოვში მიემგზავრებიან. "პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატის ადა მარშანიას განცხადებით, შეხვედრებზე საუბარი შეეხება რუსეთ-საქართველოს შორის არსებულ ყველა საჭირბოროტო საკითხს.

"სახელმწიფო დუმაში და ფედერაციის საბჭოში გვექნება შეხვედრები, მაგრამ სახელმწიფო დუმაში ამჯერად სხვადასხვა კომიტეტის დეპუტატებს შევხვდებით, გარდა ბატონი კალაშნიკოვის კომიტეტისა. ეს იქნება მესამე ვიზიტი და იმაზე ვისაუბრებთ, რაზეც ვსაუბრობდით პირველ და მეორე შეხვედრებზე. ყოველთვის იქნება საუბარი სოხუმზე, ცხინვალზე, მცოცავ ოკუპაციაზე, ყველა იმ ძალიან მძიმე და ტრაგიკულ თემაზე, რაც რუსეთის ფედერაციასა და ჩვენს ქვეყანას შორის არსებობს.

ჩვენ გვინდა, რომ არც ერთი თემა ტაბუირებული არ იყოს. ყველა საჭირბოროტო საკითხზე სასაუბროდ მზად ვართ. ვნახავთ მათ რეაქციას", - განაცხადა ადა მარშანიამ.

ადა მარშანიასთან ერთად მოსკოვში მიემგზავრებიან "პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატები ნატო ჩხეიძე და გიორგი ლომია და პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით თარხან-მოურავი. ადა მარშანიას თქმით, შეხვედრებში მონაწილეობას მხოლოდ დეპუტატები მიიღებენ.

"ჩვენ ვერ ვიტყვით ამ ვიზიტზე, რომ ეს მთლად კერძო ვიზიტია. 3 დეპუტატი რომ მიემგზავრება სასაუბროდ, ეს არ არის მთლად კერძო ვიზიტი. რასაკვირველია, ჩვენ არ გვაქვს მანდატი პარლამენტისგან, რომ ოფიციალური დელეგაცია ვიყოთ. ჩვენ ამ მანდატს და სტატუსს ვითხოვთ", - განაცხადა ადა მარშანიამ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 495
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია