დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რომან გოცირიძე - როგორც გამოჩნდა, ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლების დაკარგვის საფრთხე იგრძნო
ავტორი:
2018/მაისი/11 20:00:03
../photo/2015_02/0-00-1AMART-2017/gociridze_f07f4.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/492609-roman-gociridze-rogorc-gamochnda-bidzina-ivanishvilma-khelisuflebis-dakargvis-safrthkhe-igrdzno.html", "headline": " რომან გოცირიძე - როგორც გამოჩნდა, ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლების დაკარგვის საფრთხე იგრძნო", "datePublished": "2018-05-11 16:06:40", "dateModified": "2018-05-11 16:06:40", "description": "როგორც გამოჩნდა, ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლების დაკარგვის საფრთხე იგრძნო, - ასე ეხმაურება ფრაქცია “...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AMART-2017/gociridze_f07f4.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } როგორც გამოჩნდა, ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლების დაკარგვის საფრთხე იგრძნო, - ასე ეხმაურება ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე “ქართული ოცნების“ ყრილობაზე პარტიის ახალარჩეული თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლას.

რომან გოცირიძის შეფასებით, ქვეყანაში იმდენად დიდია ჩავარდნა ეკონომიკური მიმართულებით, რომ “ივანიშვილმა ცრუ დაპირებების გაკეთებაც ვეღარ გაბედა“.

“როგორც თავად აღნიშნა, მის პოლიტიკაში დაბრუნებას აქვს ორ ნამდვილი მიზეზი და ერთი ზოგად-ფილოსოფიური. პირველი ის, რომ თითქოს უნდა ქვეყანა დემოკრატიული მიმართულებით წაიყვანოს და აქვს რეალური შიში იმისა, არ დაბრუნდეს “ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში. მან გამოსვლისას ხაზი გაუსვა რაღაც დესტრუქციული ძალების მომძლავრებას და ასევე, შიდა დაპირისპირებას და პარტიის დაშლისგან გადარჩენას. როგორც გამოჩნდა, ბიძინა ივანიშვილმა იგრძნო ხელისუფლების დაკარგვის საფრთხე. რაც შეეხება მის მიზნებს, არ აქვს იმედი იმისა, რომ ქვეყანას ეკონომიკური კრიზიდან გამოიყვანს და გაქრა იმდაგვარი შინაარსის დაპირება, რომ “მეოთხე წელი იქნებოდა იდეალური“. მან ხაზი გაუსვა, რომ თურმე შეუძლებელია ეკონომიკის ხუთი-ექვსი წლის განმავლობაში აღორძინება, მაშინ, როცა ოთხ წელიწადში საოცრებას გვპირდებოდა. მას ეკონომიკური პროგნოზი არც კი გაუკეთებია - იმდენად დიდია ჩავარდნა ეკონომიკური მიმართულებით, რომ ცრუ დაპირებების გაკეთებაც ვეღარ გაბედა. რაც ყველაზე სახიფათოა, მან კიდევ ერთხელ გაილაშქრა მედიისა და ექსპერტების წინააღმდეგ. ყველა უბედურება, მათ შორის ლარის გაუფასურებაც კი, მედიასა და ექპერტებს დააბრალა. ეს არის სახიფათო რიტორიკა, ყველაზე დიდი მუქარა კი, “რუსთავი2“-ის წინააღმდეგ იგრძნობოდა, იმის მიუხედავად, რომ არ დაუსახელებია“, - განაცხადა გოცირიძემ “ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 492
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია