დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პრემიერი - მოვუწოდებ მთავრობის წევრებს, სპორტსმენებს, ხელოვნების, კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, მეცნიერებს, რომ გავშალოთ ფართო კამპანია ნარკოტიკების წინააღმდეგ
ავტორი:
2018/მაისი/10 17:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/kvirikashvili_ded00.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/492368-premieri-movutsodeb-mthavrobis-tsevrebs-sportsmenebs-khelovnebis-kulturis-sferos-tsarmomadgenlebs-mecnierebs-rom-gavshaloth-fartho-kampania-narkotikebis-tsinaaghmdeg.html", "headline": "პრემიერი - მოვუწოდებ მთავრობის წევრებს, სპორტსმენებს, ხელოვნების, კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, მ...", "datePublished": "2018-05-10 12:53:45", "dateModified": "2018-05-10 12:53:45", "description": "საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ბოლო დროს, ნარკოტიკებთან დაკავშირებ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/kvirikashvili_ded00.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ბოლო დროს, ნარკოტიკებთან დაკავშირებით მომხდარი უბედური შემთხვევები ახალ ნარკოკანონმდებლობასთან არანაირ კავშირში არ არის.

როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, დაგეგმილი ცვლილებები იმაზე იქნება გათვლილი, რომ სახელმწიფომ აღნიშნულ საკითხზე მკაფიო და გასაგები გარემო შექმნას.

„სამწუხაროდ, მომხდარი უბედური შემთხვევები დაუკავშირეს ადამიანებმა ახალი ნარკოკანონმდებლობის მიღებას. ეს არანაირ კავშირში არ არის. მე მინდა ასევე გითხრათ, რომ იუსტიციის სამინისტროს ბაზაზე მუშაობს უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ასრულებს მუშაობს საკანონმდებლო ცვლილებებზე. ეს ცვლილებები იქნება ერთი მხრივ გათვლილი იმაზე, რომ სახელმწიფომ უფრო კონკრეტული, მკაფიო და გასაგები გარემო შექმნას მოხმარებასთან დაკავშირებით, თუ რა დოზებია, რომელი დოზები ითვლება რეალიზაციად, როგორ დგინდება რეალიზაციის ფაქტები, რა მექანიზმებს შექმნის სახელმწიფო ფსიქსოციალური რეაბილიტაციის კუთხით და ა.შ. ერთი მხრივ, მომხმარებლების და იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ეს უბედურება სჭირთ, სახელმწიფო უნდა იყოს უფრო ჰუმანური, მაგრამ მეორე მხრივ, სახელმწიფო უნდა იყოს მტკიცე რეალიზატორებთან მიმართებაში. ჩვენ აბსოლუტურად მკაფიო გზავნილი უნდა გავუგზავნოთ ნარკორეალიზატორებს - ჩვენ ამას ვერ შევეგუებით“, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ახალგაზრდებს თხოვნით და მოწოდებით მიმართა, რომ ნარკოტიკებს არ გაეკარონ.

„მინდა ყველა ახალგაზრდას მოვუწოდო, ვისაც ჯერ ეს საბედისწერო ნაბიჯი არ გადაუდგამს, ცხოვრება არის მშვენიერი, უამრავი საინტერესო რამ არსებობს. უამრავი შემეცნების განზომილება არსებობს და მაინცდამაინც ამ განზომილებას ნუ დაეწაფებით, ეს არის მომაკვდინებელი სენი, რომელზეც ადამიანებმა უნდა თქვან უარი. ჯანსაღი ცხოვრების წესი, განათლება, შემეცნება, აქტიური ჩართულობა სახელმწიფოს ცხოვრებაში - ეს არის ის, რასაც ახალგაზრდა უნდა ეწეოდეს. სწორედ ამას გთხოვთ ჩვენს მომავალ თაობას. მოვუწოდებ მთავრობის ყველა წევრს, ცნობილ ადამიანებს, იმ ავტორიტეტებს, რომლებიც სარგებლობენ ავტორიტეტით ახალგაზრდებში, სპორტსმენებს, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს, მეცნიერებს, კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, გავშალოთ ფართო კამპანია ნარკოტიკების წინააღმდეგ. ეს არის აუცილებელი ჩვენი მომავალი თაობის გადასარჩენად. ამის გარეშე ჩვენს ქვეყანას და კაცობრიობას მომავალი არ უწერია. ეს არის ჩვენი შვილებისთვის, შვილიშვილებისთვის გასაკეთებელი აუცილებელი საქმე“, - აღნიშნა პრემიერმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 471
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია