დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მიხეილ ჯანელიძემ საქართველოში ვიზიტად მყოფ გაეროსთან აკრედიტებულ ელჩებს უმასპინძლა
ავტორი:
2018/მაისი/09 12:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/janelidze_88bdd.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/492149-mikheil-janelidzem-saqarthveloshi-vizitad-myof-gaerosthan-akreditebul-elchebs-umaspindzla.html", "headline": "მიხეილ ჯანელიძემ საქართველოში ვიზიტად მყოფ გაეროსთან აკრედიტებულ ელჩებს უმასპინძლა", "datePublished": "2018-05-09 08:25:35", "dateModified": "2018-05-09 08:25:35", "description": "საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საქართველოში ვიზიტად მყოფი გაერო-სთან აკრედიტებული ელჩები...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/janelidze_88bdd.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საქართველოში ვიზიტად მყოფი გაერო-სთან აკრედიტებული ელჩები მიიღო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მინისტრისა და სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატებს შორის შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს საგარეო პოლიტიკურ ამოცანებს. საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში არსებულ ვითარებას.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა ელჩებს საქართველოში ვიზიტისა და საერთაშორისო ფორმატებში საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის. აღინიშნა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს საკითხის აქტუალობა და საქართველოს ჩართულობის მნიშვნელობა ორგანიზაციის დღის წესრიგში არსებული საკითხების გადაწყვეტაში.

გაერო-ს 7 მუდმივი წარმომადგენელი ურუგვაიდან, სენტ-ვინსენტი და გრენადინიდან, შრი-ლანკიდან, ბენინიდან, სენტ-ლუჩიადან, ნამიბიიდან, კონგოდან და ზამბიიდან საქართველოს 5-12 მაისს სტუმრობს. ელჩებმა შეხვედრები გამართეს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ასევე საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

უცხოელ დიპლომატებს მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ სხვადასხვა სფეროში განხორციელებული რეფორმების შესახებ. სტუმრებმა დაათვალიერეს იუსტიციის სახლი და შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო.

მუდმივი წარმომადგენლების ინტერესის გათვალისწინებით, ქართულმა მხარემ გამოხატა რეფორმების გამოცდილების გაზიარებისთვის მზადყოფნა. ვიზიტის ფარგლებში, ელჩები შეხვდნენ ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლებს როგორც პრეზიდენტს, ასევე პრემიერ -მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარესა და საგარეო საქმეთა მინისტრს. ელჩების შეხვედრები გაიმართება კახეთის რეგიონსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 483
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია