დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ირაკლი კობახიძე - რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ბიძინა ივანიშვილს არ აქვს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის გეგმა
ავტორი:
2018/მაისი/08 23:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/kobaxidze_32220.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/492077-irakli-kobakhidze-ramdenadac-chemthvis-cnobilia-bidzina-ivanishvils-ar-aqvs-saprezidento-archevnebshi-monatsileobis-gegma.html", "headline": "ირაკლი კობახიძე - რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ბიძინა ივანიშვილს არ აქვს საპრეზიდენტო არჩევნებში მონ...", "datePublished": "2018-05-08 19:27:37", "dateModified": "2018-05-08 19:27:37", "description": "რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ბიძინა ივანიშვილს არ აქვს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის გეგმა, -...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/kobaxidze_32220.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ბიძინა ივანიშვილს არ აქვს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის გეგმა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ბატონი ბიძინა ივანიშვილი გახდება პარტიის თავმჯდომარე, შესაბამისად, ის იქნება უშუალოდ ჩართული პოლიტიკურ პროცესებში. ის იქნება პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე და უხელმძღვალებს პოლიტიკური საბჭოს სხდომებს. საბოლოო ჯამში, მასზეა ყველაფერი დამოკიდებული, თუმცა ჩემთვის მისი პოზიცია არის ცნობილი და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მას არ აქვს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის გეგმა. ეს არის ის ინფორმაცია, რომელიც მე მაქვს. აქედან გამომდინარე, შემიძლია ვივარაუდო, რომ კანდიდატი იქნება სხვა და ეს კანდიდატი შეირჩევა „ქართული ოცნების“ მხრიდან უახლოეს მომავალში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „არჩევანი“.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატის ვინაობა ივლის-აგვისტოში გახდება ცნობილი. „ვვარაუდობ, რომ ივლის-აგვისტოში ჩვენ დავასახელებთ პრეზიდენტობის კანდიდატს და ამ მომენტიდან დაიწყება ძალიან აქტიური საპრეზიდენტო კამპანია. მანამდე არ იქნება ტაქტიკური თვალსაზრისით სწორი ჩვენი კანდიდატის დასახელება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 498
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია