დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ირაკლი კოვზანაძე მაროკოს საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
ავტორი:
2018/მაისი/08 15:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/kovzanadze.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/491995-irakli-kovzanadze-marokos-saparlamento-delegacias-shekhvda.html", "headline": "ირაკლი კოვზანაძე მაროკოს საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა", "datePublished": "2018-05-08 11:23:36", "dateModified": "2018-05-08 11:23:36", "description": "მაროკოს სამეფოს პარლამენტის დელეგაცია, რომელიც საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ეწვია, საქართველოს პარლა...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/kovzanadze.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } მაროკოს სამეფოს პარლამენტის დელეგაცია, რომელიც საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ეწვია, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის საქმიანობით დაინტერესდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს. უცხოელ სტუმრებს დღეს კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე და კომიტეტის წევრი, გრიგოლ მიქელაძე შეხვდნენ.

ირაკლი კოვზანაძემ მაროკოელ კოლეგებს კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო, მათ შორის, სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცებისა და შესრულების კონტროლის მექანიზმი, აგრეთვე ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები: დეპოზიტების დაზღვევის, საპენსიო და კაპიტალის ბაზრის რეფორმები.

პრესსამსახურის ცნობით, კომიტეტის თავმჯდომარემ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით მიღწეულ წარმატებაზე გაამახვილა.

„სტუმრებს აინტერესებდათ, თუ რა შეიძლება გაითვალისწინონ „ღია მმართველობის“ დანერგვის პროცესში. როგორც მოგეხსენებათ, საბიუჯეტო გამჭვირვალობის თვალსაზრისით, საქართველო მსოფლიოში მე-5 ადგილზეა. შეხვედრაზე ვისაუბრეთ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ჩართულობის შესახებ ჩვენს საქმიანობაში, ეროვნულ ბანკთან ურთიერთობისა და ინფლაციის მიზნობრიობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ვფიქრობ, ჩვენს გამოცდილებას გაითვალისწინებენ და დღევანდელი შეხვედრა მათთვის ნაყოფიერი იქნება“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 496
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია